ახალი წლის ნაძვის ხე ჩხოროწყუში

ახალი წლის ნაძვის ხე ჩხოროწყუში დაიდგა და საახალწლო განწყობილების გასაძლიერებლად ჩხოროწყუს მერიამ და მერიის კულტურის სამსახურმა ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი ჩაატარეს

სტუმრებს შორის იყო კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, ვია “75” ძველი შემადგენლობის ვარსკვლავები ბესიკ კალანდაძე, ზურაბ კობეშავიძე, სენაკელი მომღერალი ქრისტინე ჯავახია

განსაკუთრებით ემოციური იყო ზურაბ კობეშავიძის გამოსვლა. მის მოწოდებას ერთად შეესრულებინათ ლეგენდარული კომპოზიტორის სიმღერები, დარბაზი აყვა და სცენაზე ყველა თაობის წარმომადგენლები ასრულებდნენ დაუვიწყარ ჰიტებს