აკაკი ხორავა – ოჩხომურელი ლეგენდა

This post is also available in: English (English) Русский (Russian)

„ჩემი პატარა და ლამაზი სოფელი ოჩხომური, სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი მდინარე ოჩხომურის პირას არის გაშენებული , „ჩხომი“ მეგრულად თევზს ნიშნავს. ოჩხომური-სათევზაო ადგილს. “

აკაკი ხორავა

შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ აკაკი  ხორავა საერთაშორსო მნიშვნელობის უდიდესი შემოქმედი გახლდათ, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მსოფლიო თეატრს და კინოხელოვნებას ამშვენებდა.

აკაკი ალექსის ძე ხორავა დაიბადა 1895 წლის 17 აპრილს ზუგდიდის მაზრის სოფელ ოჩხომურში ( ამჟამად ლესიჭინის ნაწილი).

მამამისი   პროფესიით კვალიფიციური ხელოსანი გახლდათ. ამავე დროს საკმაოდ განათლებული , ავტორიტეტული და საქმიანი პიროვნება ,რომლიც ძალიან იყო დაინტერესებული შვილების ღირსეული აღზრდითა და მათთვის განათლების მიცემით.

დედა- კესა დავითის ასული შურღაია დიასახლისი ბრძანდებოდა. აკაკი მონათლეს 1895 წლის 30 ივლისს ოჩხომურის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიაში. ეს ტაძარი ამჟამადაც მოქმედია.

აკაკის მამა ალექსი 1903 წელს საცხოვრებლად სენაკში გადავიდა, შვილის სენაკის ორკლასიან სკოლაში შეიყვანა, საიდანაც 1904 წელს ქუთაისის გიმნაზიაში გადაიყვანა. 1915 წელს აკაკი მამის სურვილით კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც მხოლოდ ორი წელი დაჰყო, შემდეგ კვლავ ახალ სენაკში დაბრუნდა და სასცენო მოღვაწეობას მიყო ხელი. 1919 წელს იგი საბოლოო ტოვებს ახალ სენაკს და სწავლას განაგრძობს თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე . 1922 წელს კი სასწავლებლად შევიდა თბილისის თეატრალურ სტუდიაში. 1923 წელს ის რუსთაველის თეატრშია. 1935 წლიდან იგი თეატრის ხელმძღვანელად გვევლინება. 1949-55 წლებში ბატონი აკაკი რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელია, 59 წლიდან მისი დირექტორი. 1957-1960 წლებში ის ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას.

აკაკი ხორავა ჩხოროწყუში

საქართველოს ხელოვნების დარგში, თითქმის არავის არ ჰქონია ისეთი რეგალიები, როგორიც მას.

ის მსახიობად იყო დაბადებული.

აკაკი ხშირად სტუმრობდა  ჩხოროწყუში

„ჩემი პატარა და ლამაზი სოფელი ოჩხომური, სადაც დავიბადე და ფეხი ავიდგი მდინარე ოჩხომურის პირას არის გაშენებული , „ჩზომი“ მეგრულად თევზს ნიშნავს. ოჩხომური-სათევზაო ადგილს.

საიუბილეო ზეიმზე, რომელიც რუსთაველის  თეატრში ჩატარდა დამიანე ჯეჯელავას  ხელმძღვანელობით ჩხოროწყუს დელეგაციაც მონაწილეობდა. ბანკეტზე  სადღეგრძელოები ჩხოროწყუელთა ნაჩუქარი მუხურელ ოსტატთა ნახელავ ბზის სასმისებით დაილია. იუბილარმა კი მადლიერების გრძნობით მშობლიური სოფელი მოიხსენია.

 მსახიობი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ჩხოროწყუელებმა სასაფლაოზე ეკლესიის ეზოს მიწაც მოაყარეს.

ვარლამ როდონაიას სტატიის მიხედვით.

ჩხოროწყუს მუზეუმის ჟურნალი “მოამბე”