შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუში ღონისძიებები გაიმართა

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზირებითა და კოალიცია ,,სოციალური რეფორმებისათვის” თანამშრომლობის ფარგლებში ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში დოკუმენტურ ფილმ ,,დაღის”-ს ჩვენება მოეწყო.

ფილმი შშმ პირთა უფლებების პრობლემებს შეეხება.  მტკივნეული გზა, რომელსაც უნარშეზღუდული , დაუნის და შიზოფრენიის სინდრომით დაავადებული ადამიანები გადიან.

 განსხვავება ადამიანთა შორის არ შეიძლება იყოს სიძულვილის საფუძველი. ტკივილი, რომელსაც თითოეული მათგანი აწყდება, ეს საზოგადოების სტიგმებიდან მოდის.

ჩვენებას  ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.