ვალერიან ახალაია ჩხოროწყუს წარსულის შესახებ. დავა ჩხოროწყუს, ახუთსა და ხაბუმეს შორის რაიონის ცენტრის სტატუსთან დაკავშირებით

დღევანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძველი კოლხეთის , ეგრისის სახელმწიფოს ნაწილია.მან გაიუა კაცობრიობის ისტორიის ყველა საფეხური. ადამიანს აქ უძველესი დროიდან უცხოვრია , რაზეც აღმოჩენილი ქვის, ბრინჯაოს და  რკინის იარაღები, სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები მეტყველებენ. თვით ჩხოროწყუ გვიან დასახლებული ტერიტორიაა. იგი ადრე შედიოდა ნაჯაგუს ხევის შემადგენლობაში. სახელწოდება ჩხოროწყუ მოხსენიებულია 1859-1860 წლების კამერალური აღწერის ნუსხაში, რომლის მიხედვით აქ 57 კომლი  სახლობდა 361 მცხოვრებით.

1877 წელს ჩხოროწყუში უკვე არის სოფლის საზოგადოება , რომელიც დაყოფილია ხევებად. დასახლება ძირითადად გარემომცველი სოფლების-მოიდანახეს, ლეწურწუმეს, კირცხის, ნაკიანის და ლეჯიქეს მცხოვრებთა ხარჯზე მოხდა. მას მუხური-სენაკის გზის გაჭრამაც შეუწყო ხელი. ჩხოროწყუ მაშ ერქვა დღევანდელ ქვედა ჩხოროწყუს ზედა ნაწილს.  გაზეთ „ცნობის ფურცელის“ 1899 წლის 30 სექტემბრის ნომერში  „გურული მეგობრის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში თავისებურად ახსნილია სოფლის სახელწოდება: ჩხოროწყუ ორი რთული მეგრული სიტყვაა ნიშნავს ჩხორო – ცხრას და წყუ-წყაროს. , სადაც თავადი ნიკო დადიანი ცხოვრობდა ერთ ადგილას ახლომახლოდ გამოდის ცხრა წყარო. აღნიშნულ ტერიტორიაზე შემდეგ #2  ჩაის  ფაბრიკა გაშენდა . ქართველთა წარმოდგენაში რიცხვი 9 უხსოვარი დროიდან სიუხვისა და სიმრავლის გამომხატველია.

თანდათანობით, რაც ჩხოროწყუს მოსახლეობა მომრავლდა. იგი ადმინისტრაციულ ერთეულად იქცა. 1909 წლის 8 სექტემბერს მღვდელმსახურთა მიერ ეს ადგილი „ჩხოროწყუდ“ მოინათლა. ზეიმი დაასრულა 12 დადიანისეულმა ზარბაზნის გრიალმა. აქვე ხალხს იზიდავდა ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლები. 1929 წლამდე ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა. 1929 წლის იანვარში სრულიად საქართველოს საბჭოების მეხუთე ყრილობამ მიიღო დადგენილება რესპუბლიკის ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ . სამეგრელოში ჩამოყალიბდა 8 რაიონი, რომლებიც თავის მხრივ იყოფოდნენ სასოფლო საბჭოების მიერ გაერთიანებულ ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულად. ჩხოროწყუს რაიონიც რესპუბლიკის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავიდა და რაიონის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ჩხოროწყუს, ლესიჭინეს,ახუთის , კირცხის, ხაბუმის, მუხურის, ნაფიჩხოვოს, ჭოღის სათემო (სასოფლო) საბჭები. დაიწყო მზადება ჩხოროწყუს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბებისთვის.

რაიონის ცენტრის შერჩევის საკითხში დავა წარმოიშვა ხაბუმის , ახუთისა და ჩხოროწყუს მცხოვრებთა შორის. ეს დავა ადრიდან მიმდინარეობდა  ჯერ კიდევ 1925 წლის 4 სექტემბერს ზუგდიდი სამაზრო კომიტეტმა განიხილა საკითხი რაიონის ცენტრის გამო დავის შესახებ  ხაბუმესა და ჩხოროწყუს მაცხოვრებელთა  შორის. არასწორად იქნა მიჩნეული ხაბუმეში ცენტრის დაარსება და მიზანშეწონილად ჩაითვალა მისი ჩხოროწყუში დაფუძნება. დავა აღნიშნული დადგენილებით არ დასრულებულა. ახუთეები კატეგორიულად მოითხოვდნენ რაიონის ცენტრის ახუთში გადატანას. მოტივად მოყავდათ ის, რომ სეოფელი იმ დროისთვის ზუგდიდის მაზრაში ერთ-ერთი ეკონომიკურად ძლიერი  სავაჭრო ცენტრი იყო. აღნიშნული საკითხი ისე გამწვავდა , რომ  საჭირო გახდა 1929 წლის ოქტომბერში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური და ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის სპეციალური კომისიის ჩამოსვლა. კომისიას ცენტრალური კომიტეტისმდივანი მ. კახიანი ხელმძღვანელობდა. დასახელებულ სოფლების მოსახლეობასთან და აქტივთან შეხვედრები გაიმართა. კომისიამ საბოლოო უპირატესობა მდებარეობისა და განაშენიანების პერსპექტივის თვალსაზრისით ჩხოროწყუს მიაკუთვნა.

1929 წლის 24 ნოემბერს ჩხოროწყუში გაიხსნა სათემო (სასოფლო) საბჭოების წარმომადგენლების სესია, რომელზედაც საზეიმო ვითარებაში გამოქვეყნდა საბჭოების მეხუთე ყრილობის გადაწყვეტილება -ჩხოროწყუს რაიონის ცალკე, ადმინისტრაციულ ერთეულად შექმნის თაობაზე, აირჩიეს რაონული საბჭოს შემადგენლობა.

აქ 328 ქართული გვარი ცხოვრობს . ყველაზე გავრცელებულია შენგელია , შემდეგ მოდის სიჭინავა , ჯალაღონია, წურწუმია, თოლორდავა, დარსალია და ა.შ. გვარის სახელწოდებით დასახლებულია 105 უბანი, თავადისა და აზნაურის წოდების მატარებელია 31 გვარი.

ვალერიან ახალია