მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია ახუთში ( გოგოლეთის საკაციო)

This post is also available in: English (English) Русский (Russian)

გოგოლეთის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა. ძირითადი ნაწილი მეცხრამეტე საუკუნეს განეკუთვნება , მაგრამ ადგილობრივების აზრით, ტაძარი გაცილებით ადრეულია და მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეში აშენდა. რესტავრირებულია

ტაძრის ისტორია

ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკის ავტორები გოგოლეთის ტოპონიმთან დაკავშირებით დიდკაც გოგოლეს ოჯახობასთან დაკავშირებულ ერთ მონათხრობს ახსენებენ ( გ.ხუხუნი).

აქ თურმე უძველეს ბრინჯაოს ცულებს, დანებს და ხანჯლებს პოულობდნენ, “ხვამა”-ც უძველესი დროიდან იცოდნენ. აქაურ წმინდა გიორგის ხატს კი სასწაულმოქმედი ძალა ჰქონია . ( ა. ხარებავას მონათხრობი)

რესტავრაციამდე იდგა ოთხივე კედელი. აშენებულია თლილი ქვით. არ გააჩნდა სახურავი. ჩრდილოეთის მხარეს კარის ბოძი ჩამონგრეული იყო. აღმოსავლეთის კედელზე მოთავსებული ყოფილა ვერძის თავის ქვის სკულპტურა, რომელიც ამჟამად ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმში ინახება.

“საკაციო” იმავე წიგნის ავტორების მიხედვით, კაციების უბანი იყო , თუმცა გოგოლეთს ჯალაღონიები გვართან დაკავშირებულ სიწმინდედ თვლიან.

რესტავრაციამდელი სურათები:

  • SONY DSC
  • SONY DSC
  • SONY DSC
  • SONY DSC

გამოყენებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ექსკლუზიური ფოტომასალა.

რესტავრაციის შემდეგ. მოგვაწოდა ირაკლი ქობალიამ