ქალაქ ჩხოროწყუს პირველ სკოლაში რეაბილიტირებული სასკოლო ბიბლიოთეკა გაიხსნა

  პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მერიამ განახორციელა.   ბიბლიოთეკა  წიგნადი ფონდით შეივსო, აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.

რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერი გადასცა სკოლის ერთ-ერთი მასწავლებლის შვილიშვილმა, ჭადრაკში, ასაკობრივ ჯგუფში, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონმა ნიკოლოზ კაჭარავამ.