ჩხოროწყუელი მოსწავლე გუგა მამფორია ბრიტანულ სარეკლამო კლიპში გადაიღეს

რამინ დიხამინჯიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე გუგა მამფორია ბრიტანულ სარეკლამო კლიპში გადაიღეს. სკოლის ფბ გვერდის ცნობით, ბიჭი გადამღებ ჯგუფს თბილისში, არდადეგების დროს უნახიათ და რეკლამის გადაღების პროცესში ჩართეს. რეკლამა ინგლისურ ტელევიზიებში გადის