გამწვანების აქცია ქალაქ ჩხოროწყუში

30 ძირამდე მარადმწვანე ხე “არაუკარია”გობეჩიას ქუჩაზე დაირგო და ლამაზი ხეივანი გაკეთდა. ხის ნერგები აღნიშნული ადგილის გასამწვანებლად ჩხოროწყუელმა ზურაბ ხუნტუამ შეიძინა და მისმა დისშვილმა ნინა ფიფიამ ჩამოიტანა.

ამ ხეების დარგვაში კი მონაწილეობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობის და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის მუშა -მოსამსახურეებმა მიიღეს.

„ყველა ოჯახს აქვს თავისი ტრადიცია და რიტუალი. შალვა ხუნტუას ოჯახი სიკეთით, სიყვარულით იყო სავსე მარადჟამს. .ჩვენ შთამომავალნი შევეცდებით, წინაპრებისაგან დაწყებული საქმე გავაგრძელოთ და ხელი შეუწყოთ ამ ულამაზესი ქალაქის აღორძინება – აყვავებას,“- აცხადებს ნინა ფიფია.