პოეტ გიორგი გულუას ზუგდიდში უმასპინძლებენ

13 ნოემბერს, 15.00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში გაიმართება გიორგი გულუას პოეზიის საღამო

რომ გავქცეოდი ნაცრისფერ ავდარს,
ვეძებდი სითბოს ნისლიან ცაში.
როგორც ყოველთვის არავის ჰგავდა,
საჩემო სხივად, რომ ვნახე მაშინ.

მას მერე აღარ გაუავდრია,
მაგრამ დასკვნამდე მაინც მივედი –
ოდესმე ისიც სხვასავით წავა,
როგორც წესია იმის მიხედვით

და მერე გზები გაიყოფიან,
ცალ-ცალკე ვივლით მთელი არსება.
თბილი გოგონა სხვებს, რომ აღარ ჰგავს,
ბოლოს ყველას, რომ დაემსგავსება.

* * *
რა ცუდი დღე მაქვს და თან რა კარგი,
ხვალ მეშინია ვერ ვიყო უკეთ,
ვისაც ვუყვარვარ იმის დაკარგვით,
თორემ ვინც მიყვარს – დავკარგე უკვე…
———————————————-
ქართველს რად მინდა სხვა მთა, სხვა კილო,
ღვთისმშობლის წილსაც ვკმარობ მადლიანს,
მხოლოდ წართმეულ მიწებს ვთაკილობ,
თორემ სხვისი ცა არც მინატრია….

****
სცივათ თხელ შარვალში ზამთრის გადმონაშთი,
მუხლი მუხლს უმალავს ფეხებს რაჰიტიანს,
ღმერთო არ ღირს კიდევ ერთხელ გადმოკაცდე,
ვერცხლი გაძვირდა და ლარად გაგყიდიან…

* * *

ჩვენ რახანია გამოვცდით გვირაბს,
მერე ცალ-ცალკე ვნახეთ სინათლე.
მე რახანია არავინ მიყვარს,
არც მინდა ახლა, გითხრა სიმართლე.
ასე ყოველდღე ვუყურებ მზეს და
“მე ვხედავ მზეს” და ვხედავ როდია.
გვირაბი ზურგის მხარისკენ გვრჩება
და სულ ახალი გზები მოდიან.

*****

სულ პატარა გულად ჩანს,
მხოლოდ ერთი შეხედვით.
თუკი ბევრჯერ შემხედავ,
შეამოწმებ შეხებით
გაიკვირვებ, დიდია…
ვერ უპოვო წუნი რით?! –
რადგან ცხრაჯერ იყოფა,
ერთი თხილის გულივით.

****
ახლა ვუყურებ მთებს ჩამოთოვლილს
თანდათან სითბოს კარგავენ, ჰო და
ვეღარ მიიღე ალბათ ვერაფრით,
შენთვის იმდენი სითბო რომ მქონდა.
წლები გავლენ ამ ნახევარს იმის
საუკუნე რომ ჰქვია პირობით
და გაიხსენებ განშორებისას
მეც შენ და მთები როგორ ვტიროდით…

****
მზე ღრუბლებიდან გასვლას გვიანობს,
ლამის სიცივით დახოცოს მთები,
წარმოიდგინე, თავქარიანო,
ის, რასაც ვეღარ ხედვენ სხვები

***
სიბნელემ მოიცვა ინი და იანი
და ყველა სინათლე გაქრა,
როგორ მენატრება დღეები მზიანი,
როგორ მენატრება, არ თქვა..
ვერ ვიტან ასეთ წყეულ ამინდებს,
გული, რომ არაფერზე არ მიდევს.
ვიცი, იწვიმებს კიდევ სამი დღე,
სახლს გარეთ, სადაც უნდა წავიდე.
თითებზე ვითვლი და მშველის, ალბათ,
ხანაც რთულად და ხანაც მარტივად.
უსაქმურობის დროს დანგროვებ
მონეტებსა და ნუმიზმატიკას.
იქნებ დამალვა სულაც არ ღირდა,
არ ვჩივი მყინავ თუ სველ ამინდებს.
მესამე დილას გავალ სახლიდან
წვიმა – საითაც უნდა წავიდეს.

***
არ ვამბობ, რომ სხვა პლანეტა აჯობებდა,
ან სამყარო, სადაც ვცხოვრობ კარგი არი.
მერამდენედ შევუდექი ახალ ეტაპს,
მაგრამ მაინც არ მეცვლება ხასიათი.

***
გინოდინაფა გიჩქნან,
არდებელ ენეფიშ მიოფე.
ვაკოქ ქარწყექნი თიმწკმა,
გედირთი, მიკირთ დო მიოტე.)

***
მოვლენ წვიმები წითლად უხეშნი
და ის ლურჯი ცა ჩვენთან ერთად იქნებიან …
ის მოხუცი კი პარკის კუთხეში,
უყურებს წვიმას, როგორც ნათესავს ავსებს
რადგან წვიმები ეცემიან და
რადგან არ გვჭირდება დაცვა წვეთებს …
ეცემიან და ზევით ვარდება,
ცხელ ასფალტების მშველელი მეკვლე.
უხეში წითლად წვიმა მოვლენები
და არტერიაც წითლად გაიტანს
სისხლები,
როგორც სიკვდილს შეჩვეულ პოეტს,
თავსატეხს აარიდებს ლექსებს კაი ხანს …
მოვა წვიმა და შემდეგ, რომ ვდარდობ,
მოვა წვიმა და ტალახიანი.
თვალთახედვით წამოწყება ცრემლი,
მეტრად სველი და ოდნავ ჭკვიანი …

* * *
თოლიები
ღრუბლები ზოგჯერ თეთრნი არიან,
შემოდგომის თვის ყანის იმედით..
აღარ წვიმს, თუმცა მოწვიმს გვარიანს…
შეწითლებული ზღვა-ცის იმედით.
ზღვაც თავის მხრიდან ისვენებს აღარ,
რა მომასვენებს მეც ამ, მორიელს
და თევზებივით თოლიებს გაჰყვა,
გაჰყვა და ისევ მიაქვს თოლიებს.
ყანები მალე მოიმკებიან
და წითელი ცა წითელ ზღვის ზევით,
წაიშლება და დაიშლებიან,
რომ დაფრინავენ იმხელა წნევით.
ახლა და სიტყვის დაუმთავრებლად,
სიტყვები მაინც რჩება სიტყვებად…
მოვა თოვლი და გაუქვავდებათ,
ის ვინც იყო და აღარ იქნება…

* * *

გავა დრო და დრო რომელიც
ჩვენს ასაკებს გაეპარა…
დღე გასული, დღე ყოველი,
სიკვდილისთვის არის პარა.
სიცოცხლისა ”ცათა შინა”
და ისევე სიკვდილისა.
წარსულმა თუ გაგვაცინა,
იცინის ის ვინც იცინისა.
მთაზე დიდი ლოდებია,
ყორღანიდან მოსულ გნოლით,
აკლდამები ცოცხლდებიან,
არა ერთი, არა ორი
და ჩრდილები საათის ისრის
პირისპირად იხრებიან.
გვერდით ბატონ ლეონიძის
ძეგლია და ტიხრებია.
აკლდამები ცოცხლდებიან,
არა ერთი არა ორი…
სად აქვს მთა ამ ლოდებიან
ისტორიას გამოგონილს.

* * * *

აჰა და როგორც იქნა ჰორორი
ვიგემეთ – ახლა გემო კი ვიცით,
ყოფილა, მაგრამ მაგრამ როგორი….
ახლა ისედაც სიცილს რომ გვიშლის.
ვზივართ ორნი და ძველი სარდაფი
ჩვენნაირებს ხომ მაინც მოძებნის….
მთვარე დროებით სხვაგან გადადის
და ჩამომხრჩვალი ანგელოზებიც.
და შენ ნაკიანს გაუიგივე
ეს წელიც და ეს ჩვენი შეხვედრაც.
და როგორც წესი აღარ იტორე.
სა ამდენი და ყველა შემთხვევა.
ისე ლამაზად გადაიტანე
ისე ლამაზად და ისეთად რომ,
სხვები ვერასდროს ვერ აგვიტანენ,
მსგავსი რამებიც რომ კი ვიკადროთ…
ჩვენ რომ ასეთი დღეეები გვიყვარს,
ჩვენი სიბნელე ყველგან მოგვძებნის.
თოკს გავებლანდეთ და საით მივალთ ?!
ეს ჩამომხრჩვალი ანგელოზები — გიორგი გულუა-თან ერთად მონიშნულები