ხორავები და ოჩხომური

ო – ჩხომ – ურ – ი ლესიჭინის შემადგენლობაში შედის. ჩხომ-ი მეგრულად თევზს ნიშნავს, ხოლო ოჩხომური, სათევზაო ადგილს .

სურათში ძველ საფლავს ხედავთ , რომელიც 1888 წლით თარიღდება.

საფლავი ვინმე ხორავას ეკუთვნის, რომელიც 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხორავები ოდითგანვე ოჩხომურში სახლობდნენ, და არ არიან სხვა კუთხიდან აყრილ-გადმოსახლებულნი.

მეორე სურათზე თქვენ ხედავთ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას, იგი აგებულია დაახლოებით, მე – 17 საუკუნეში, კომუნისტების დროს კი დაანგრიეს. მისი დანგრევამდელი სახე და დანგრეულიც შენახულია ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში.

სოფელმა ცოტა ხნის წინ სალოცავი აღადგინა… ეკლესიაში დაკრძალულია ორი მიცვალებული, ორივე მღვდელი: მამა-შვილი ხორავები, სოფელში მცხოვრებ მოხუცებისგან მსმენია, რომ ისინი მე – 18 საუკუნეში მსახურობდნენ ამ ეკლესიაში. ხორავები, ძველად, იყვნენ მღვდელ-დიაკვნები, რაც ამ ეკლესიიდან მტკიცდება… ეგ ხე, რომელსაც ხედავთ, ორ საუკუნეს ითვლის, ხოლო ეგ საფლავი, ამ ხის ძირასაა, ფესვებმა ( სურათზეც ჩანს), საფლავის მარცხენა მხარე აწია…

და ბოლოს, ეკლესიიდან მარჯვნივ, ორას მეტრზე, ცხოვრობდა დიდი მსახიობი, აკაკი ხორავა, ხოლო მის გაგრძელებაზე, ერთ კილომეტრზე მე ვცხოვრობ.

ეკლესიის მარცხნივ აღმართია, სადაც დგას უტუ მიქავას ხელით ნაგები პატარა მონუმენტი (თავისი ხელით ააგო, თუ აჯანყებულებს ააგებინა, ეგ არ ვიცი).

შოთიკო ხორავა