ბლიც-ინტერვიუ ქრისტინა ნაჭყებიასთან

ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ცეკვის გარეშე

1️⃣ სახელი, გვარი?
ქრისტინა ნაჭყებია.
2️⃣ რამდენი წლის ხარ?
16 წლის.
3️⃣ რამდენი წელია რაც ცეკვაზე დადიხარ?
7 წელია 🤗
4️⃣ რა არის ცეკვა შენთვის? ♥️
ცეკვა ჩემთვის ცამდე აყვანილი და უკვდავი ხელოვნებაა, ხელოვნება,რომელშიც იკარგები,შლი ფრთებს და უბრალოდ თავს აძლევ სიმღერის რიტმს 🥰


5️⃣ რა გრძნობა დაგეუფლა როდესაც სცენაზე პირველად გამოხვედი?
დამტვერილ სცენას კაბის ბოლო რომ შეეხო,სულში დავლილი ჟრუანტელით თვალებში სიხარულის ნაწერწკალი ამენთო.ეს ის გრძნობაა რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსირებაში და მისი გახსენება ყოველთვის დიდ სიამოვნებას მომანიჭებს♥️
6️⃣ ვინ არის შენი საყვარელი მოცეკვავე?
სუხიშვილების სოლისტი – თამარ ხურცილავა💃❤️
7️⃣ აპირებ ცეკვა გახადო შენი ცხოვრების ნაწილი?
ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილი არის უკვე ❤ და ეს ფაქტი ძალიან ბედნიერს მხდის 🤗
8️⃣ რომელია შენი საყვარელი ცეკვა?
ყოველი ცეკვა არის ინდივიდუალური და თავისებური , მაგრამ განსაკუთრებით ოსური 💃
9️⃣ რა მიზნები გაქვთ როგორც მოცეკვავეს?
დროს განსაზღვრავს ამას 🥰
1️⃣0️⃣ დაასრულე: რომ არა ცეკვა..
ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ცეკვის გარეშე 😞🥰