წაქაწყარიშ ტობა

წაქა მაწვნის, ყველის განაწურ წვენს ნიშნავს.

მაგალითი: ახუთი დო ნოღა შქას
ძაფი დოუბანდუდეს,
სქანჷჯგუა მოშაირე
წაქათ დოურძღაფუდეს”

ვინაიდან ჯერ არ გვაქვს საკუთარი ფოტომასალა, Georgiantravelguide.com ისა და ტურისტების ინფორმაციით ვისარგებლებთ

წაქაწყარიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. წაქაწყარიშ ტობა ულამაზესია თავისი ფერისა და მდებარეობის გამო. მასში ეშვება მყინვარი მარჯვენა მხრიდან. თუმცა ტბასთან ახლოს მისვლა მარტივი არ არის, რადგან აქ ბილიკი არ მიდის და უმეტესად მხოლოდ ზემოდან ცქერით კმაყოფილდებიან მნახველები. იგი ძალიან ახლოს მდებარეობს კალალიშ ტობასთან.

მდებარეობა: 42.790412, 42.263128

 მანძილი დედაქალაქიდან340 კმ

ფეხით გასავლელი მანძილი50 კმ ერთი გზა

რეკომენდებული დრო: 3 დღე

წაქაწყარის სურათები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან მეილით regionsgeorgia@gmail.com . წინასწარ გიხდით მადლობას