ბლიც-ინტერვიუ ნინო შენგელიასთან

ყოველ ახალ დღესთან ერთად იბადება ყოველი ახალი კადრი და სამყაროს ახალი აღქმა

ბლიც-ინტერვიუ ნინო შენგელიასთან

♦️დავიბადე — ჩხოროწყუში
♦️გახლავართ — თავისუფალი მოქალაქე. პროფესიით ტურიზმის მენეჯერი
♦️ვცხოვრობ — სოფ. ხაბუმეში
♦️ვაპირებ— ცვლილებებს… სიცოცხლეს!
♦️ვიმოგზაურებდი — პერუში, ირანში და ყველგან სადაც ადამიანმა შეიძლება იმოგზაუროს


♦️ჰობი —ფოტოგრაფია, ხატვა, მუსიკის მოსმენა
♦️მიყვარს — საინტერესო ადამიანები და ხელოვნება
♦️ვეჭვიანობ — საეჭვო ადამიანებზე
♦️ვპატიობ — არც თუ ისე ხშირად


♦️ვგეგმავ — უარყოფითი თვისებების შეცვლას
♦️მეშინია — საყვარელი ადამიანების დაკარგვის
♦️არ ვაპირებ — ერთხელ დაშვებული შეცდომის მეორედ დაშვებას
♦️ვბრაზდები — ჰუმანურობის ნაკლებობაზე და არაპუნქტუალურ ადამიანებზე…
♦️ვიმახსოვრებ — ადამიანის სახეებს და შთამბეჭდავ მოვლენებს
♦️ვინახავ — საჩუქრებს
♦️მწამს — ღმერთის


♦️ვაღმერთებ — არავის გაღმერთება არ მინდა!
♦️ვივიწყებ — უყურადღებო და ბოროტ ადამიანებს
♦️მიზანი — არ ვიტყვი
♦️ვუსმენ — რჩევებს! მუსიკას და ვცდილობ შინაგან ხმასაც მოვუსმინო…
♦️ვნანობ — უაზროდ დაკარგულ დროს!
♦️მანაღვლებს — დროის დინება… თუმცა საინტერესოცაა როცა კარგის მოლოდინში ხარ!
♦️მენატრება — მონატრებული!


♦️რომ შემეძლოს — წონაში მოვიმატებდი. ადამიანში კი შევცვლიდი სამყაროს მუქ ფერებში აღქმის თვისებას
♦️მეცინება — აბსოლიტურად ჯანმრთელ ადამიანებს რომ ეჭვი ეპარებათ ე.წ უნარშეზღუდულ ადამიანების შესაძლებლობებში!
♦️ფოტოგრაფია — ამოუწურავი თემაა, ყოველ ახალ დღესთან ერთად იბადება ყოველი ახალი კადრი და სამყაროს ახალი აღქმა!
♦️რჩევა ფოტოგრაფებს — ეძებეთ საუკეთესო განწყობა, რაც შეიძლება ნაკლებად დამთრგუნველი ფოტოები გადაიღეთ


♦️My City Chkhorotsku — საინტერესო და სიახლეებით სავსე გვერდია
♦️რჩევა გვერდს — რაც შეიძლება მეტი სიახლეების დამატება და მეტი პოზიტიური პოსტები…

პატივისცემით, My city Chkhorotsku-ს ადმინი