ბლიც-ინტერვიუ გიორგი გოგუასთან

სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, მოიწონეთ გიორგის გვერდი .

გიორგი გოგუა

🔷დავიბადე — კირცხში
🔷ვცხოვრობ — ჩხოროწყუში
🔷საყვარელი საქმიანობა?! — ცხოვრება ისეთი საინტერესოა, რომ ვერასდროს გაიგებ, წინ რა გელის. ვფიქრობ, ფოტო და ვიდეო სამყაროს სიყვარული ის საჩუქარია, რომელიც ცხოვრებისგან ყველაზე საჭირო დროს და ადგილას მერგო!
🔷ადრე ვფიქრობდი— ავიაციაზე
🔷ვიდეოგრაფია თუ ფოტოგრაფია?!— ჩემთვის, ორივე საყვარელი საქმეა, სადაც ვცდილობ საკუთარი თავი ვიპოვო…
🔷როდის დაინტერესდი ვიდეოგრაფიით?! — 13 წლის ასაკში
🔷პირველი კადრი — უნიკალური იყო 


🔷გადაღება უფრო სასიამოვნოა თუ მონტაჟი?! — გადაღებით დიდ სიამოვნებას ვიღებ, ასეთივე დამოკიდებულება მაქვს მონტაჟზე!
🔷როცა კომპიუტერი ჭედავს… — მე, ვერ ავღწერ! ვისაც ამ მომენტში ვუნახივარ, ჩემი რეაქცია კომენტარებში დაწეროს…


🔷როცა დამონტაჟებული წაგეშალა… — საშინელი მომენტი ყოფილა!
🔷რაზე აპირებ სწავლას?! — კიბერუსაფრთხოებაზე
🔷რას არ შეცვლიდი?! — არ მიფიქრია
🔷ამოჩემებული სიტყვა?!— “მარსელში შევხვდებით” გ.გოგუა 


🔷დაასრულეთ ფრაზა: მე შემიძლია — ყოველდღე ვაკეთო მეტი. ვიარო წინ. ყოველთვის მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს უკეთესი
🔷ყველაზე ახლო ადამიანი?! — თაკო ☺️


🔷დაახასიათე შენი თავი?!— ოოო, უბრალოდ გიორგი გოგუა!
🔷რაზე ოცნებობ?! — რაცარუნდა საინტერესო იყოს არ დაგაინტერესებთ
🔷რა არის შენთვის მარტივი?! — ვინ თქვა, რომ ყველაფერი მარტივია?! პირიქით, ჩვენს ცხოვრებას ასე საინტერესოს სწორეთ სირთულები ხდის!
🔷როცა გაქებენ — არასოდეს არ ვუსმენ…
🔷ცხოვრებაში მთავარია?! — რწმენა…
🔷როდის გამოდიხარ წყობიდან?!— როცა ყველანაირად ვიღლები…

ძმები გოგა და გიორგი გოგუები


🔷როგორია შენი ახალი დღე?!— დღე და ღამე არეული მაქვს, ამიტომ…
🔷რას გეგმავ?!— რა თქმა უნდა გეგმები მაქვს…
🔷საყვარელი მუსიკა — LIKE I LOVE YOU ( წეღან მოვუსმინე ვიდეოსთვის მომეწონა)
🔷 საყვარელი მსახიობი— JIM CARREY
🔷 გიორგი ეჭვიანია?!— არა!
🔷რა გაქვს დადებითი?! — ნეიტრონები
🔷რის შეცვლაზე ოცნებობ?!— არ მიფიქრია
🔷 რა არ მოგწონს საკუთარ გარეგნობაში?— წინა ორი კბილი. ცოტა ახლოს მაინც იყვნენ!
🔷რას კარგავ ყველაზე ხშირად?! —ნოუთბუქში გეგაბაიტების რაოდენობას…
🔷რისი იმედი გაქვს?!— პირველ რიგში ღმერთის. შემდგომ კი, რა თქმა უნდა -საკუთარი თავის
🔷როდის ხარ მშვიდად?! — როდესაც ჩემს ვიდეოს მეგობრებს ვუზიარებ…
🔷ანეგდოტი რომელზეც სულ გეცინება — “მე რა ვიცი კოდალა ვარ”?
🔷შენი გვარი უფრო მოგწონს თუ სახელი?!— ო, ცოტა არ იყოს დავფიქრდი, ალბათ გვარი!


🔷დაასრულეთ ფრაზა: ჩხოროწყუ ჩემთვის — ყველაფერია…
🔷რჩევა გვერდს – My City Chkhorotsku-ს — კარგი გვერდია, ამიტომ მეტ აქტიურობაზე მოგიწოდებთ…

პატივისცემით, My City Chkhorotsku-ს ადმინი