7 კილომეტრიანი გზა, რომელიც ჩხოროწყუს, ქვედა ჩხოროწყუს, ოჩხომურსა და ლესიჭინეს დააკავშირებს

ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრიდან სოფელ ქვედა ჩხოროწყუსა და ოჩხომურის უბნის გავლით სოფელ ლესიჭინემდე, 7- კმ. მანძილზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით მიმდინარეობს.

 გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა დღემდე არ ყოფილა.

ამ ეტაპზე დაწყებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.

პროექტი ითვალისწინებს გზის გასწვრივ სანიაღვრე არხების მოწყობას. სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება. ღირებულება შეადგენს 3 5000 000 ლარს. სამუშაოებს ინდ.მეწარმე დავით სიჭინავა ახორციელებს.