აპოლონ ადონია სვანეთზე

სვანეთი არის ზეცისკენ სწრაფვა
კაცთათვის მარად ნებადართული.
სვანეთი არის სამყაროს განცდა,
მიწის ოცნება ზეაღმართული.
სვანეთი ბრწყინავს მზის სიახლოვით;
ჰაერის, სივრცის, ნათლის ნაერთით.
ადამიანის მთასთან თანხმობით
ამდგარი სუნთქვა არის სვანეთი.