აპოლონ ადონია -მამა

ბავშვურ სიმღერებს ვუსმენდი დიდხანს
და გარინდული გზასთან ვიდექი.
მერე მოვიდა მამა და მითხრა-
ხედავო იმ ჩრდილს მზისკენ მიდრეკილს,
რას მოგიტანსო ამ ხმებში მალვა,
მიწას უნდაო მოვლა და დაცვა.
ხვალ გაახმობსო ყველაფერს გვალვა,-
სთქვა და გამშორდა მოხუცი მკაცრად.
სად იყო მამა?! -მამა არ მყავდა…
და მე ხილვიდან გამოვდიოდი…