სოფელ ახუთში (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასფალტირებული საფარი 4კმ. მანძილზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს მოიცავს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. სამუშაოებს ,,New Pasage” ასრულებს.