ახალგაზრდა კარატისტების დიდი წარმატება

23-25 აგვისტოს, ქალაქ რიზეში კარატისტთა შორის შავი და კასპიი ს ზღვათა აუზების ქვეყნების ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილებდა აღნიშნული ქვეყნების 1600 სპორტსმენი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩხოროწყუელი სპორტსმენებიც იყვნენ : სალომე ლაშხიამ ჩემპიონობა და ოქროს მედალი მოიპოვა, ცოტნე სორდია კი ბრინჯაოს მედლის პრიზიორია . მთავარი მწვრთნელი: გერონტი მამფორია .

საერთაშორისო რეიტინგში ჩხოროწყუს კარატისტთა სკოლამ მეჩვიდმეტე ადგილი მოიპოვა.