ფოტო-ვიდეო კონკურსი ,,წარმოაჩინე შენი მუნიციპალიტეტი”

პანტელეიმონ გულორდავას ხელოვნება

ჩხოროწყუს მერიის ხელშეწყობით და კულტურის სამსახურის ორგანიზირებით ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ სკვერში ფოტო-ვიდეო კონკურსი ,,წარმოაჩინე შენი მუნიციპალიტეტი” გაიმართა

კონკურსის გადამწყვეტი ნაწილი ადგილობრივ ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა. წარმოდგენილი იყო ნინო შენგელიას, პანტელეიმონ გულორდავას, გიორგი ნაჭყებიას, ანრი თოდუას, გიორგი მამფორიას ნამუშევრები.

სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლევან წულია და სხვები

გიორგი ნაჭყებიას ვიდეო

მართალია ტექნიკური პრობლემების გამო გიორგი გოგუას ვიდეონამუშევარი კონკურსში ვერ მოხვდა,მაგრამ ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურა