რა არის ჩხოროწყუს ციფრული სკივრი და როგორ დავეხმაროთ მას განვითარებაში

ჩხოროწყუს ციფრული სკივრი ესაა პროექტი , რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის წარსულს უკეთესად გავეცნოთ.

მასში მონაწილეობა ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია:

1) შეგიძლიათ სურათი გადაუღოთ თქვენს ოჯახში ან დაწესებულებაში არსებულ იშვიათ ნივთებს, რომელიც საინტერესო იქნება მკითხველისათვის ან გვაცნობოთ ამ ნივთების შესახებ

2) მოგვაწოდოთ თქვენი გაციფრული ფოტომასალა ან გვაცნობოთ თქვენს ოჯახში ან დაწესებულებაში არსებული საინტერესო კოლექციის შესახებ. ვეცდებით ჩვენი ძალებით გავაციფრულოთ

3) მოგვიყვეთ წინაპრებზე ისტორია, რომელიც რეალურია და საზოგადოებამ ნაკლებად იცის

4) მოგვაწოდოთ წარსულის ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა, რომელიც საინტერესო იქნება მკითხველისათვის

ვიძლევით პირობას არაფერი დაზანდება და ყველა ნივთი ან სურათი უვნებლად დაგიბრუნდებათ. ხოლო საინტერესო ფოტომასალა ასევე შესაძლებელია გამოქვეყნდეს ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა ” ივერიელში”

სურათების სკანირების დროს ყურადღება მიაქციეთ სკანირების სიღრმეს