ფაროსნებთან ბრძოლა ჩხოროწყუში

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები, სიმინდის მასივებში და თხილის ბაღებში ფაროსანას აქტიურ მონიტორინგს ახორციელებენ.

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, რისკებეზე რეაგირების დეპარტამენტის უფროსი დავით აშორდია, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ლესიჭინეში, ხაბუმეში და ჭოღაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და არსებულ ვითრებას ადგილზე გაეცნენ.

ფერმერები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ დროულად ჩატარებული შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელსაც, სიმინდის და თხილის კარგი მოსავალი აქვთ.

სიმინდის მასივებში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს და ფართობები ცივი შესხურერებით მუშავდება.

ღონისძიებების პარალელურად, მიმდინარეობს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები, სადაც ადგილობრივები ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებს და მექანიკური მეთოდებს ეცნობიან. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე სადგურები, 
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.parosana.ge
☎️ ცხელი ხაზი: 1️⃣5️⃣ 0️⃣1️⃣ #
ჩხოროწყუს მერიის ინფორმაცია