ნოდარ ჯალაღონიას ცხოვრების გზა

ნოდარ ჯალაღონიას 85 წელი შეუსრულდებოდა . გადავწყვიტეთ ციფრულ ბიბლიოთეკა ” ივერიელში” არსებული ნოდარ ჯალაღონიას ფოტომასალის ბაზაზე მისი გზა ერთად გვენახა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პოეტი.

ნოდარ დომენტის ძე ჯალაღონია 1934 წელს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში დაიბადა. მისი ოდაბადე მეორე ( ხაბუმის) ჯუმითია . პოეტის ცხოვრება ისე წარიმართა, რომ სენაკსაც დაუკავშირდა. იყო სწავლა, თბილისი, მაგრამ ჯუმითი და ხაბუმე მის გონებაში მაინც მშობლიურ კერად დარჩა.

ლექსი ჯუმითზე
ნოდარის მშობლები: დომენტი ჯალაღონია და ქიონია ფიფია


საბავშვო ბაღი ხაბუმეში. ბავშვებს შორის ნოდარიცაა
მარცხნიდან: პირველი – ალიკო ჯალაღონია( ნოდარის ძმა, შემდგომში საზოგადო მოღვაწე და პოეტი), მეორე – ნოდარ ჯალაღონია.


ალიკო ჯალაღონია, ნოდარ ჯალაღონია, ქიონია ფიფია და ვერა შეროზია შვილებთან ერთად


ფოტო გადაღებულია ქალაქ ბათუმში. მიკროფონთან ნოდარ ჯალაღონია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს, ხოლო 1969 წელს მოსკოვის მაქსიმ გორკის უმაღლესი ლიტერატურული კურსები.


მუშაობა დაიწყო ბათუმის მუზეუმში; მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1955 წელს, ხოლო პირველი კრებული “სიმღერის გაზაფხული”, 1959 წელს. 
ნოდარ ჯალაღონია მუშაობდა კორესპოდენტად. იყო საქართველოს ტელევიზიის თანამშრომელი. 1971-1974წწ. საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედაქტორი; 1974-1993წწ. საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის სატელევიზიო ფილმების სტუდიის ჯერ რედაქტორი, შემდგომ სატელევიზიო ფილმების სარედაქციო კოლეგიის წევრი;
ნოდარ ჯალაღონია მწყემსებთან ერთად


ვლადიმერ ხართიშვილი და ნოდარ ჯალაღონია


ნოდარ ჯალაღონია მეუღლესთან, მანანა შალიკიან-ჯალაღონიასთან ერთად


სამხედრო გადატრიალების შემდეგ ნოდარ ჯალაღონია არასასურველ პერსონათა რიგში მოხვდა. მან უარი თქვა პუტჩისტებთან თანამშრომლობაზე და 90-ბის რეპრესიები გამოიარა. სიცოცხლის ბოლომდე ის დარჩა საკუთარი პრინციპების ერთგული
ნოდარ ჯალაღონია ოჯახთან ერთად


პოეტი ჩვენგან 2018 წელს წავიდა

ნოდარ ჯალაღონიას გვერდი ჩვენ საიტზე, რომელიც პერიოდულად განახლდება.