სოფელ ლეწურწუმეში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს

ჩხოროწყუში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს, რომელიც   ადგილობრივ მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო.

ამჯერად სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმები სოფელ ლეწურწუმეს ეწვივნენ. მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და მჭიდროდ თანამშრომლებენ ჰუმანიტარული საქმიანობისა და კატასტროფების მართვის სფეროში ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. აღნიშნული აქცია პერიოდულად ტარდება და ყველა სოფელს მოიცავს

ჩხოროწყუს წითელი ჯვრის საზოგადოებას ხათუნა მიქავა ხელძღვანელობს

ღონისძიებას ესწრებოდა  ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა