ხაბუმის თემი ( ზუგდიდის მაზრა) გაზეთი ერთობა 1920 წლის 13 ივნისი

გაზეთი ” ერთობა” სოფელ ხაბუმის შესახებ

ხაბუმის თემი მდებარეობს სენაკ-მუხურის გზაზე, სენაკიდან 45 ვერსის მანძილზე.

ხაბუმე წარსულში სოფელ ჭოღის საზოგადოების ნაწილს შეადგენდა, მაგრამ თვით მდებარეობამ და მომავალში სხვადასხვა კულტურულ-ეკონომიკური მიზნების განხორციელების სურვილმა, ოთხი თემების განაპირა ნაწილები, სახელდობრ ზუმი, მეორე მუხური, მოიდანახე , მეორე ჯუმითი და თვით ხაბუმე წინდაწინ შეაერთა და წარსულ 1919 წლის 2 აგვისტოს საერთო ყრილობაზე დადგენილ იქნაა: აღნიშნული ნაწილებიდან, რიცხვით 625 კომლი, შესდგეს ახალი თემი ” ხაბუმე”. შუამდგომლობა აღძრულ იქნა მაზრის ერობის წინაშ . მაზზრის ერობამ ყრილობის დადგენილება კანონიერად სცნო და იგი დაადასტურა.

თემის ერთობის დარბაზთან არსებობს პატარა, მაგრამ ძლიერი, ლამაზი ხაბუმე მისი გეოგრაფიული მდგომარეობა ყოველი ბუნების შვილთ სიამოვნებას მოჰგვრის ხოლმე.

სწორ გაშლილ ვაკეზე 70-80 ქვითკირის სავაჭრო დუქნებია და რამდენიმე ორ-ორ სართულიანი მაღალი სახლები,

შუა ბაზარზე გადის სენაკ-მუხურის ფართო გზა, რომელიც აკავშირებს ამ დაბასთან გარშემო მდებარე თემებს. აგრეთვე ბუნებით მდიდარ მთებთან: ” თეთრი მთა”, ლუგელა, თვირა და სხვა.

იქვე ახლოს დასავლეთით ჩაივლის კარგა მოზრდილი მდინარე ხობისწყალი, სადაც ომამდე განზრახული იყო ელექტრონული სადგურის მოწყობა. / დაბის უკანა ხაზზე გადმოყვანილია ხობის წყლის შტო,რომელზედაც მუშაობს სამთვალიანი წყლის წისქვილი. ბაზრის ბოლოზე არის ბუნებრივი წყარო.

აქ წელიწადში ერთხელ იმართება ორკვირეული დიდი ბაზრობა, რისთვისაც გაშენებულია ზომით 2 ქცევის სიმაღლეზე ქვითკირის მაღალი ეზო ( გალავანი) აქ მრავალ თემებს გამოქვთ თავიანთი ნაწარმოები და დიდძალი შინაური საქონელი.

კულტურის მრივ დიდი ხანია ამ დაბას გამოფხიზლება ეტყობა, რაც გამოიხატება შემდეგში: 6 წელზე მეტია , რაც აქ არსებობს ფოსტა-ტელეგრაფიოს განყოფილება, რომელსაც დღეს მიემატა ტელეფონი რვა თემთან დასაკავშირებლად.

1917 წლის რევოლუციისათვის აქ არსებობდა ” წვრილი კრედიტის ამხანაგობა” დღესაც მისი ინვენტარი, კასა და სხვა დიდ ღირებულებას წარმოადგენს . აღნიშნული ინვენტარი კი ჯერჯერობით ადგილობრივი კოოპერატივის განკარგულებაშია.

ხაბუმის სახელზე ა.წ პირველი იანვრიდან მთავრობის ნებართვით გაიხსნა პირველი დაწყებითი შერეული ტიპის უმაღლესი სასწავლებელი. ხსენებული სასწავლებლის ყოველივე ხარჯებს თვით თემი კისრულობს. ამ სასწავლებს გამგე არის უმაღლესის კუსდამთავრებული ბატონი გახარია. მას ყავს ბეჯითი და შრომის მოყვარული მასწავლებლები., რომელნიც გაორკაცენბულ შრომას ეწევიან ჩვენი მიყრუებული კუთხის ასაღორძინებლად. ხაბუმის თემში არსებობს 5 დაბალი დაწყებითი სკოლა , სადაც 200-250 მოსწავლე სწავლობს.

კოოპერატივი, როგორც სხვაგან , აქაც მოიკოჭლებს , რაც აიხსნება წევრების გულგრილობით . აქ დამტკიცებულია საექიმო პუნქტი , მაგრამ ჯერჯერობით ექიმი არ გვყავს . არის მხოლოდ ფერშალი უფასოდ , რომელმაც დიდი ყურადღება დაიმსახურა საზოგადოებაში.

ხაბუმის აფთიაქის შეიძლება ასე ითქვას: ის წარმოადგენს ერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მისი გამგე უპასუხიმგებლო მეფეს, რომლის მოქმედება ყოველ შემთხვავაში განუსაზღვრელია . კარგი იქნებოდა თვით სამაზრო ერობა გახსნიდეს ერობის აფთიაქს , რომელიც მისწრება იქნება ჩვენი ხალხისათვის .

ხაბუმეშივე არის სამეურნეო პუნქტი, რომელშიც არის დანიშნული ერთი უმცროსი ინსტრუქტორი. მის განკარგულებაში შედის ოთხი თემი: მუხური, ნაფიჩჩხუ, ჭოღა და თაია და თვით ხაბუმე, მაგრამ მაზრისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს ამას წინათ ათ-ათი ფუთი კარტოფილი ჩამოიტანა თემებისთვის ინსტრუქტორმ . მას ქონდა მაზრის ერთობისგან დაკისრებული საჩვენებელი მინდვრების მოწყობა, მაგრამ აქა-იქ დაიფანტა და თვითონ გაშორდა არე-მარეს

ჩვენი გლეხობა მეურნეობის საქმეში ძალიან ჩამორჩენილია და ამას მაზრის ერობამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

ინტილიგენტთა რიცხვი მცირეა, ადგილობრივი ვაჭრები დახმარებას უწევენ ყოველ ახალ დაწყებულ საქმეს , რისთვისაც მადლობის ღირსნი არიან.

ადგილობრივი თემის გამგეობას აუარებელი საქმეები აქვს გასაკეთებელი . უმთავრესი სახნავ-სათესი შეადგენს სათემო ეზოები და აქეთ უნდა იქნეს მთავარი ყურადღება მიქცეული გამგეობის მხრიდან.

თემის მცხოვრებნი სახლმწიფო მოთხოვვნილებების ასრულებაში ცოტა მოიკოჭლებენ, რაც მიეწერება თემის გამგეობის დათმობის პოლიტიკას.

აგერ მესამე წელიწადია , რაც მცხოვრებნი გადაეჩვივნენ სახელმწიფო მოთხოვნილებების გადახდას . ჩვენი გლეხობას მსოფლმხედველობა თავიანთ თავს აზიანებს. მათ საკმაოდ არ იციან სახელმწიფოს არსებობის მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი მეფის მთავრობის დროს თავის ბედ-იღბალზე თვითონ არ ზრუნავდენ და ახლაც ასე ჰგონია

ავტორი ერასტო კაჭარავა

1920 წელი