ქალთა ფეხბურთი ჩხოროწყუში. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბაჩი თოდუა არსებულ გამოწვევებზე გვესაუბრა

ჩხოროწყუს” სამეგრელოს”
ქალთა საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი ბაჩი თოდუა თამაშის შემდეგ შეგვხვდა. გადავწყვიტეთ ჩვენი კითხვები მოგვეცილებინა და მისი პასუხები თქვენთვის გაგვეცნო…

საუბარი გულწრფელი გამოვიდა. უმჯობესია პრობლემებს ჭრელი სათვალის გარეშე შევხედოთ

ჩვენი  კლუბი რამოდენიმე წელია არსებობს. მწვრთნელები რამდენჯერმე  გამოიცვალა, იყო ჩავარდნის პერიოდები და   მარცხი. წაგებისგან  გამოწვეულ სტრესს   ემატებოდა  მოწინააღმდეგე გუნდების ქედმაღლური განცხადებები,  კონფლიქტები და  უთანხმოებები.

ბაჩი თოდუა თამაშის დროს

როცა თამაშებს მაყურებლის სტატუსით თვალყურს ვადევნებდი,  გარშემო მყოფთა დიდი ნაწილი  სკეპტიკურად იყო განწყობილი. იმასაც კი ამბობდნენ, ბავშვები ტყუილად წვალობდნენ და ამ გუნდის არსებობა საჭირო საერთოდ არ იყო.

ბაჩი თოდუა

ახალგაზრდა კაცი ვარ, მწვრთნელის კარიერას ახლა ვიწყებ და ასეთი გუნდის ჩაბარება დიდი გამოწვევა გახლდათ.  2018 წლის მეორე ნახევრიდან ჩავიბარე  კლუბი, უმძიმესი სიტუაცია დამხვდა. სპორტსმენები  ვერც კი იკრიბებოდნენ და   ელემენტარულ პირობებზე საუბარიც ზედმეტია.  მოსამზადებლად სულ რამდენიმე კვირა იყო, გადავწყვიტე გუნდის გაძლიერება, სხვა კლუბებიდან ფეხბურთელების  გადმოყვანა და  ტექნიკური მომზადების პროცესის დახვეწა.

შეტევა
ლიკა მარკოიძე

 მაგალითად:  გუნდში გადმოვიდა  მეკარე ლიკა მარკოიძე,  რომელსაც არ  ქონდა  სათამაშო პრაქტიკა გუნდში,  იყო მონდომებული ბავშვი. მივეცი შანსი  და დღეს ჩვენი გოლკიპერი საქართველოს ეროვნულ ნაკრების ღირსებას იცავს U16 ში.

თამაში

ფონდის თანხებით ხდებოდა ბავშვების თამაშებზე გაყვანის  უზრუნველყოფა…. ძლივს ჩავამთავრეთ სეზონი….ხან 9 კაცით გავდიოდით სტადიონზე,  ხან – 10.  გოგონებისთვის ფეხბურთი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ოჯახის, მშობლების და ახლობელების წინააღმდეგობას საკუთარ სურვილს უპირისპირებენ.  ზოგი ახერხებს უფროსების  დაყოლიებას,  უმრავლესობა სამწუხაროდ თავს იკავებს. მეგულება ბევრი ახალგაზრდა, რომლებთაც აქვთ მონაცემები, მაგრამ მშობლების პოზიციიდან  გამომდინარე უარს ამბობენ.

“სამეგრელო”

წელს  ჩვენ შევუერთდით შპს „ჩხოროწყუ სამეგრელოს“  დიდ კლუბს და ახალი სახელი და  მიზნები გაგვაჩნია.  ბევრი წვალებით ისევ შევეცადე,  რომ  შემექნა ანგარიშგასაწევი კლუბი. პრობლემები ფინანსებთან ასოცირდება  და მქონდა მიმოწერა სხვადასხვა კომპანიასთან.   ვცდილობდი მათი მხარდაჭერა მოგვეპოვებინა. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია ,,socar georgia petroleum”ს

გოლი

დაგვიდგნენ  გვერდით….მატერიალური დახმარება და გვირაბის ბოლოს შუქი  გამოჩნდა. ჩვენ  მათი ლოგოს ბრენდირებული მაისურებით ვთამაშობთ ქალთა ლიგაში და  ვცდილობთ  მხარდაჭერა ბოლომდე გავამართლოთ.

რადიკალურად განსხვავდება მუშაობა ქალთა გუნდთან,  ვიდრე ბიჭებთან.  სხვანაირი მიდგომა ჭირდება… თუ  ბიჭებთან ცოტა სიმკაცრეს გამოიყენებ, აქ  უფრო  ფრთხილი მიდგომაა  საჭირო და  ნელ-ნელა ვსწავლობ,  სწავლის პროცესში ვარ…

ქალთა ლიგაში 10 გუნდი ასპარეზობს: ხაშურის „ივერია“ ,ადიგენის „ზარზმა“, „გორი იუნაიტედი“, ხობის „კოლხეთი“, ქუთაისის „მართვე“, ნორჩი „დინამო“, „დინამო“ ბათუმი, ლანჩხუთის „გურია“, თბილისის „ნიკე“ და ჩვენ. შეჯიბრება  2 წრედ ტარდება და  20 სექტემბერს დასრულდება. პირველი წარმატება მოპოვებულია: თუ ადრე ბათუმელებთან გამანადგურებელი ანგარიშით ვაგებდით, ახლა იქით მოვუგეთ დიდი ანგარიშით.

3 ქულა მოვიპოვეთ, გქვონდა ბევრი რეალური მომენტი და უფრო დიდი ანგარიშის დაფიქსირებაც შეგვეძლო, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის საბოლო შედეგით.

 რაც შეეხება თამაშის ხარისხს, ჯერ  იდეალურ კონდიციებამდე  შორს ვართ:  გვაკლია შეთამაშება, რომ უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი ვიყოთ, ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩხოროწყუს ყავდეს ძლიერი გუნდი….

ვაკეთებთ  სამომავლო გუნდს, რომელიც ბევრ წარამტებას მიაღწევს, რაც რა თქმა უნდა მეტ ფინანსებთან ასოცირდება და მინდა მოვუწოდო ჩემ ძვირფას ჩხოროწყუელებს:  მე ვიცი როგორ უყვართ ფეხბურთი და გულშემატკივრობენ, ვიცი აცრუელებული ქონდათ გული ქალთა ფეხბურთზე, მაგრამ  ჩვენმა  წვალებამ შედეგი გამოიღო.  პირობას ვაძლევ,  რომ თუ იქნა კიდე უფრო მეტი დახმარება,  მით მეტი წარმატების მომტანი იქნება.

ქალთა ფეხბურთი საქართველოში ჯერ განვითარების საწყის სტადიაშია. ეროვნულ ნაკრებში არიან გამოცდილი მწვრთნელები და მინდა წარმატება ვუსურვო. აგრეთვე მინდა  წარმატება ვუსურვო ყველა გუნდს. ამ ლიგაში    ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ,  დიდი ენთუზიაზმით  გახლავართ  განწყობილი და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

ფეხბურთელების გვერდით ვიქნები!  ცუდ პერიოდში  ერთად   ვიყავით  და მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.  დღეს კი ვხედავთ შედეგს და ხალხიც მადლიერია.

უბრალოდ ერთი რამეზე მწყდება გული:  ასე არ უნდა ხდებოდეს… მაყურებლებო, გაიგეთ – რა გვჭირდება, რა გვიჭირს,  რააა ალტერნატივა, რომ გადაიჭრას ეს პრობლემა და მერე ვისაუბროთ….

 ნაადრევ დასკვნები უმჯობესია არ გამოვიტანოთ!