აღმაშენებელო

გოლიათებზე შედგი სამშობლო
და წმინდა ბერებს ხელთ მიეც ზეცა.
ქართველთ იმედის ძალავ,
ქრისტიან ერთა რწმენა.

ფეხი დამადგითო, რად დაგვიბარე?
გაცვდა გულ-მკერდი, გაცვდა,
ქრისტიანთ მხსნელო, ქართველო ქრისტე,
ასე გვიჩვენე ჯვარცმა.

მეფეთა მეფე აღმაშენებელო,
დაბრუნდი, აღსდექ მკვდრეთით.
კვლავ ჩამოხსენი დარუბანდს კარები.
გვიხსენ, აღგვამაღლე რწმენით.

სულით მშენებელო, აღმაშენებელო.
შვილნი კვლავ ვითხოვთ შველას.
გადახვეწილი უცხოეთს ქართველი,
კვლავ დაუბრუნე კერას.

გონი, აღარ გვიჭრის ენა, დაგვიბლაგვდა,
რწმენაც დავკრგეთ, დავით,
სულით მამაცები წარსულს მისტირიან,
აწმყო წაგვიბილწეს, დავით.

მომავლის იმედი არ დაგვიკარგავს
დავითიანთა შვილებს,
კიდევაც შევძლებთ, კიდევაც დავზრდით,
სამშობლოსათვის გმირებს.

მრავალჟამიერს ისევ ვმღერივართ,
გელათს აღვავლენთ წირვას.
მომავლისაკენ იალბუზს ზედა
კაშკაშა ვარსკვლავი ბრწყინავს.

გვჯერა, დაბრუნდები, გვჯერა, ისევ მოხვალ.
შენი დაუღლელი მკლავით.
სანამ იმედია შენი დაბრუნების,
არ გადავშენდებით, დავით.

მასქური