მუხური

შენ გადმოგყურებს მაღლიდან
ბუნება – მშვიდი, კლდიანი.
ვერ ავღწერ შენს სილამაზეს
რომც ვიყო ენაწყლიანი.

შენ ჩანჩქერები გამშვენებს,
მკერდზე ჩამოგდის მდინარე.
წყაროს წყლებით ხარ მდიდარი
ლუგელის წყალმომდინარე.

სოფლის ცენტრს მუდამ ამშვენებს
უბერებელი ჭადარი.
ვერ აკლებს წლები ვერაფერს 
ვერც დარი, ვეღარც ავდარი.

მუხურო, შენი მშვენება 
სხვებისთვის ვერ ამიხსნია.
აქ სილამაზემ შემიპყრო
მისგან თავი ვერ მიხსნია.

მე ”ნაცხას” ხიდზე რომ გადმოვდგები
და დამიბერავს გრილი ”მასქური.”
მუდმივად ერთი რამ მახსენდება 
საიდან მოდის ენა მეგრული?

ჩვენში ბევრია სიტყვა ლაზური.
უფრო მეტია წმინდა მეგრული.
და სამეგრელოს ლამაზ ყვავილად
მუხურო, შენ ხარ ამოქარგული.

ნაცხა – ხიდი სოფელ მუხურში
მასქური – ჟანგბადით სავსე მთის გრილი სიო