ჩხოროწყუს ახალგაზრდული მერია

https://www.facebook.com/chkhorotskuyouth/2017 წლის დეკემბერში , ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივით შეიქმნა ჩხოროწყუს ახალგაზრდული მერია.   დასახელებამ არ შეგვაშინოს, ამ ტიპის “მერიები” ევროპულ სახელმწიფოებში  დამკვიდრებული ტრადიციაა, სადაც ახალი თაობა გარკვეულ უნარ-ჩვევებს  იმუშავებს, სწავლობს თვითორგანიზირებასა და   ღონისძიებათა დაგეგმვას.

ჩხოროწყუს ახალგაზრდული მერიის ხელმძღვანელი ბექა გოგუა და ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა

ახალგაზრდებმა მერად  ბექა გოგუა აირჩიეს. უკვე განხორციელდა რამდენიმე ღონისძიება:

იაგო ქებურიას ლექცია

იაგოს ლექცია
ესეების კონკურსი


დაიდგა წინასაახალწლო სურვილების ყუთი პატარებისათვის.  მათ აუსრულდათ თავიანთი სურვილები.

გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა მატულობს და შესაბამისად, კიდევ მეტი საინტერესო ღონისძიება წინაა.

2017 წლის 22 დეკემბერს, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?” თამაში ა გიგი ცირამუას მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ახალგაზრდული მერიის ორგანიზებით დაიწყო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში ვაჟთა შორის.

ჩხოროწყუს ახალგაზრდული მერიის ორგანიზებითა და ჩხოროწყუს კულტურის სახლის ხელშეწყობით გაიმართა ღონისძიება მუსიკალური მეგაპროექტის “ჩვენ ვარსკვლევები ვართ”-მონაწილე, გიგი ცირამუას მხარდასაჭერად.


ანონსირებულია ფოტოკონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ყველა თქვენთაგანს შეუძლია

მერიის ფეისბუქი

საიტი