საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის სათემო ლიდერთა ფორუმზე დასახელდა სათემო ორგანიზაციების ყველაზე მხარდამჭერ მუნიციპალიტეტად ჩხოროწყუ დასახელდა.
დათო გოგუა:
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს მათ საქმიანობას და უზრუნველყოფს მათ მიერ ინიცირებული პროექტების თანადაფინანსებასა და განხორციელებას.
სათემო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს ადგილობრივ დონეზე აქტიურად აწვდიან არსებულ რელევანტურ პრობლემებს და სთავაზობენ მისი მოგვარების გზებს. ქმნიან თავისუფალ სივრცეებს, რაც ახალგაზრდებს აძლევს განვითარების შესაძლებლობას. შეიძლება ითქვას, რომ სათემოები არიან მედიატორები მოსახლეობასა და თვითმმართველობებს შორის, ამის მაგალითია ურთიერთთანამშრომლობით მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. ასევე, არაფორმალური განათლების განვითარების კუთხით საზაფხულო სკოლების ჩამოყალიბებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა.
იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში, ერთობლივად, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ.”