ღონისძიება სოფელ ხაბუმეში

ხაბუმეს საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება პროექტის ,,ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის” ფარგლებში. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ,,ათინათის” პარტნიორობით.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში გამოცხადებული იყო აქცია ,,ნუ მოჭრი ნაძვის ხეს” შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი ,,კრეატიული ნაძვის ხე”. წარმოდგენილი ოთხი ნამუშევრიდან გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. ღონისძიებზე პროექტის ხელმძღვანელმა ქალთა საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორმა ხათუნა მიქავამ დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სკოლის სამ მხცოვან პედაგოგს. შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა. ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში.