მუხურის ფოტომატიანე ლევან ჩიქოვანისაგან (პირველი ნაწილი)

გადავხედოთ ძველ მუხურსა და მუხურელებს,ლევან ჩიქოვანის მეგზურობით ვიმოგზაუროთ ათეული წლების უკან. სურათების დიდი ნაწილი განთავსებულია პროექტში “ციფრული ფოტომატიანე”

მუხურის შესახებ ცნობები შეიძლება იხილოთ 

 

პოეტი ლაშა გახარია ხობისწყლის პირას, მუხური, 1966 წელი
რესტორანი ნაცხა!
მუხურის საჯარო სკოლა 70-იან წლებში

 

მუხურის საჯარო სკოლის, ახალაშენებული, მე-2 კორპუსი, 70-იანი წლები
ხობისწყლის ხეობა
მუხურის მეფუტკრეობის სკები
მუხურის საშუალო სკოლის მომღერალთა გუნდი ჩხოროწყუს კულტურის სახლის სცენაზე, 70-იანი წლები
მუხურის საშუალო სკოლის მომღერალთა გუნდი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე (რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე) 70-იანი წლები
რესტორან ნაცხაში: აბრაამ ქარჩავა, დანიელ (დანე) ჩიქოვანი, მიშა ვეკუა და დოროთე (დურუ) ჩიქოვანი
მუხურელები, 1966 წელი
ქვემოთ – მუხურის საშუალო სკოლის ღვაწლმოსილი, ლენინის ორდენოსანი პედაგოგები : გოგოლი (ვერა) ასათიანი – კუხალეიშვილი, ივანე (ივაკი) კუხალეიშვილი და ნესტორ ქომეთიანი
ზემოთ – შემდგომი თაობის სახელოვანი პედაგოგები – კალისტრატე და ბორის ჩიქოვანები, რომლებსაც სხვადასხვა წლებში ეკავათ მუხურის საშუალო სკოლის დირექტორის თანამდებობა.
მუხურის სიმბოლო – გიგანტური ჭადრის ხე, სკოლის ეზოში, დარგულია ლუკა შამას ძე ჩიქოვანის მიერ
მუხურის ნაცხა-ხიდი და შენობა, სადაც ფუნქციონირებდა სოფლის საბჭო

1899 წ. 22 აგვისტოს მე ქვემორე ამისა სახელის მომწერი მუხურის მცხოვრები სოფრო ბიჯგვას ძე ჩიქოვანმან მოგყიდეთ თქვენ უთუ ბეჟას ძე ჩიქოვანს ჩემი წილი წისქვილისა მდგომარე სოფ. მუხურზედ ხობის წყლის წყალზედ. ორპირისა დოლაბი ესე იგი ჩემი მონაწილეობიდან. რაც რომ გერგებათ მეხუთე წილი იმა წისქვილისად რაც რომ მასში სარგებლობა იქნება დღიდან სამუდამოთ საშვილითიშვილოდ მოგყიდეთ ყოველი ამაზე ჩემი უფლება და ღალა შენ უთუ ჩიქოვანს საკუთრად უსაპიროდ მას პირსა რომელსაც უნდა მოგაცილოთ და რაც რომ საგებლობა მოვა დღიდან იქნება თქვენ სარგებლობაზე მოდავე ამასა მე უნდა მოგაცილოთ, ფასად ნაღდათ ორმოცი მანეთი და მოვალე ვარ სარგებლობა და რაც ჩემი წილი მხვდება ჩემი მონაწილეობისაგან უსაპიროდ და გამორჩენით საუკუნოთ თუ რომ ჩამოგერთვათ ესე ვალდებული ვარ თქვენგან მიღებული ორმოცი მანეთი უკან დაგიბრუნოთ და შეკრიფოთ, შეგიძლია ორმოცი მანეთი, ერთადვე სამოცი მანეთი და არავითარი რაც რომ სარგებლობა გექნება მიღებული არ მოგთხოვოთ. მას შინა ხელს ვაწერ მე სოფრო ჩიქოვანი მისი თანხმობით მის მაგიერ ხელს ვაწერ ილარიონ კუხალეიშვილი. ამა პირობას წერილისა ვამოწმებ მუხურის მამასახლისი კოწია თოდუა (სტილი დაცულია, ნასყიდობის ხელშეკრულება დაწერილია 3 გვერდზე და დამოწმებულია ბეჭდით, რაც ჩანს ფოტოასლებზე. იხ. სამივე ფოტოასლი ალბომში)
მუხურის საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი კლასის დამრიგებელი – მაურა ნუცუბიძე, მე-2 მსოფლიო ომის პერიოდი
მუხურის მამასახლისი – ესტატე ჩიქოვანი და მისი მეუღლე ვარვარე შოგირაძე, მე-20 საუკუნის დასაწყისი
ბორისი და კალისტრატე ჩიქოვანები, შოთა ჯიქია
თეთრგვარდიელი, სამსონ უთუს ძე ჩიქოვანი (მარცხნიდან პირველი) ირიცხებოდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, პირად დაცვაში
მუხურის პიონერთა ბანაკის მოლაშქრეთა ჯგუფი ოცინდალის მთაზე, 80-იანი წლები
მუხურის პიონერთა ბანაკის მოლაშქრეთა ჯგუფი ოცინდალის მთაზე, 80-იანი წლები
მუხურის პიონერთა ბანაკის მოლაშქრეთა ჯგუფის ხელმძღვანელი – როინ ჩიქოვანი, 80-იანი წლები
მუხურელები ხობისწყლის პირას

 

ჩხოროწყუს სატყეო მეურნეობის თანამშრომლები ლუგელის ხეობაში
მუხურის საშუალო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად
შეხვედრა ჩიქოვანების საგვარეულოს წარმომადგენლებისა, გორდი, 80-იანი წლები
მიირთმევენ ლუდს 😉
მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე მუხურელები: ბორის ჩიქოვანი, ლუნა თოდუა (ჩემი ბაბუა და ბებია) დანიელ ჩიქოვანი, კოლია ცირამუა, შოთა (ჯაქალა) გაბედავა. დგას მარცხნიდან მესამე ბაგი კუხალეიშვილი და ქვედა რიგში მარცხნიდან ილუშა გახარია
ბორის ჩიქოვანი
დოროთე (დურუ) და დანიელ (დანე) ჩიქოვანები
დოროთე (დურუ) და დანიელ (დანე) ჩიქოვანები და ?
მუხურელები ხობისწყლისპირას