კარატის გაკვეთილები სოფელ ხაბუმეში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ადგილობრივი საშუალო სკოლის სპორტულ დარბაზში ფუნქციონირებს კარატის ჯგუფი ირაკლი წახნაგიას ხელმძღვანელობით. ბავშვები ითვისებენ აღმოსავლური ორთაბრძოლის სპეციფიკას, ეცნობიან კარატის წესებს და ემზადებიან შეჯიბრებებისათვის.