გაზეთი “ივერია” სოფელ მუხურის შესახებ

გაზეთი “ივერია”ში   იმ პერიოდის მუხურის ცხოვრების შესახებ  ორი საინტერესო ინფორმაციაა დაფიქსირებული

4 წლის სამი ივლისის ინფორმაციით, მუხურში ირიცხებოდა 200 კომლი და იგი შედგებოდა სამი საზოგადოებისგან: თაია,ზუმი და თვით მუხური.  არსებობდა მოსწავლე მგალობელთა გუნდი მელქისედეკ შალვაძის მეოხებით.

მუხურის ხიდი  იმ პერიოდისთვის დანგრეულია. სოფლის ცხოვრებაში განსაკუთრებით  როლს თამაშობს მღვდელი ესტატე ბენდელიანი, რომელსაც  დაუარსებია მუხურის ორკლასიანი სასწავლებელი. (ზედამხედველი: ალ ცანავა) არსებულა ქალთა სასულიერო სასწავლებელი,სადაც ქართული ენის შესწავლის ხარისხი მაღალი ყოფილა.

1903 წლის 14 იანვრის “ივერია” კი “ნონოობაზე” მოგვითხრობს, რომელსაც დაესწრო ზუგდიდის მაზრების სკოლების მეთვალყურე ტ.ჯოხთაბერიძე. სკოლის მმართველად მოიხსენიება პელაგია ლორია. მასწავლებლები: ა.ცანავა დამ.ბალავაძე