ჯანაშურთან ხიდის დაგების პროცესი დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჯანაშურის უბანთან ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობას შემოვლითი სამანქანო გზითა და ე.წ ბეწვა ხიდით სარგებლობა უწევს. ადგილობრივი გამგეობის ინიციატივით, ხიდისთვის საჭირო მასალა ადგილზე იქნა მოტანილი და უახლოეს ხანში მდინარე სქურჩის სანაპიროები ერთმანეთს დაუკავშორდება. სამუშაოების დაწყების პროცესს ესწრებოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და მისი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი.