ინტერვიუ ახალგაზრდა პოეტ თემო მალანიასთან

თემო მალანია   ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის №1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.   მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ბედის ირონია”

რამდენი წლის ასაკიდან დაიწყეთ პირველად ლექსების წერა?

ადრეული ასაკიდან,  პირველი ,,ლექსი” ექვსი წლისამ დავწერე.

როდის გაგიჩნდა  სურვილი რომ დაგეწერათ წიგნი სახელწოდებით “ბედის ირონია”

დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა უკვე საკუთარ თავში აღმოვაჩინე შთაგონების წყარო. სწორედ ამან მიბიძგა მომავალი წარმატებისკენ. მითუმეტეს, რომ შემართებული ბუნების ადამიანი ვარ და გარკვეული ამბიციებიც მამოძრავებს, რაც ჩემი აზრით სულაც არ არის დასაძრახი.

სად შეუძლიათ მსურველებს წიგნის შეძენა?

პირველ ჯერზე, გადავწყვიტე ფართო ტირაჟისგან თავი შემეკავებინა, ვინაიდან ჩემთვის უმთავრესი გახლდათ ის ფაქტორი, რომლის გათვალისწინებითაც მე მექნობოდა საკუთარი ლექსების კრებული. – მიზანმა გაამართლა საშუალება. ამით იმის თქმა მსურს, რომ ,,ბედის ირონია” ჩვენი რაიონის მასსტაბით, არ იყიდება არც ერთ წიგნის მაღაზიაში. არის თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აგრეთვე კირცხის სკოლის ბიბლიოტეკაშიც, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, მსურველებს შეუძლიათ დამიკავშირდენენ სოციალური ქსელის (facebook) მეშვეობით…

 განსაკუთრებული პირობები გჭირდება წერისთვის? სად წერ? როგორ?

განსაკუთრებული სამი პირობა: – მუზის კეთილგანწყობა, ჩემი გუნება და ,,მარტო დარჩენილი ოთახი”(სიჩუმე და სიმარტოვე). სულ ეს არის;

რაზე წერთ უმთავრესად თქვენს ლექსებში?

ძირითადად, ცხოვრების დრამაზე, სიყვარულზე და ყველაფერ აბსტრაქტლზე, რაც კი საჭირბოროტოა. ლექსებში მხიარული განწყობის შექმნისგან შორს ვარ. ესეც გარკვეული მინუსია, რომლის გამოსწორებასაც შევეცდები.

თუ შეგიძლიათ თქვენი ერთ-ერთი ლექსი მოგვიყვეთ რომელიც თქვენ განსაკუთრებულად მოგწონთ?

ჩემთვის გამორჩეულად ემოციური, დასამახსოვრებელი და ღირებულია ლექსი ,,ბედის ირონია”, რომელმაც განაპირობა თავად წიგნის სახელწოდებაც. მის ყოველ სტრიქონში იკითხება მიტოვებული ადამიანის განცდები, რომელიც მიჯნურის ღალატს და ბედის უკუღმართობას ემსხვერპლა. ამის და მიუხედავად, კვლავაც წარსულის მოგონებებით ცოცხლობს, დასტირის ცალმხრივ სიყვარულს, სწორედ ამაშია მისი ირონიულობაც. – რა თქმა უნდა, ზემოხსენებული ლექსის ლირიკული გმირი მე არ ვარ.

ვის უძღვნით წიგნს?

მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგოს, მარი გულორდავას. ჩემი ლექსების მუზას.

ვახო კვარაცხელია