სოფელი ლესიჭინე

სოფელი მდებარეობს რაიონის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარების – ხობისწყლის, ოჩხომუის, ზანისა და ცივის ხეობათა გაშლილ ველიანში, რომელიც ამ მდინარეთა ქვიშაათა დაფარული. წითელ მიწა ალუვიური ნიადაგი ძლიერ ნოყიერია. ბევრია ოჩე და ხორგონა ადგილები. ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო სოფელი ოდიდგანვე ცნობილია. სიმინდის, ღომის, ჭადისჭადის უხვი მოსავლით. ვაზისა და ხილის წალკოტებით. ვაზი ოდიდგანვე მიშვებული იყო ხურმისა და ვაშლის მაღალ ხეებზე. მდინარეთა ხეობები და სოფლის განაპირა ადგილები ამ ვაზნარის დობერებით იყო მოფენილი, დღეს კი გაჩეხილია და სოფლის ტერიტორიის მთელი 2/3 ნაწილი ჩაის პლანტაციებს უჭირავს. მრავალ ადგილას ამოჩქეფს წმინდა და ანკარა წყაროები. სოფელს სამხრეთით ესაზღვრება ცხაკაიის რაიონი, სამხრეთ- დასავლეთით-ხობის რაიონი, დასავლეთ-ხობ წყალი, ჩრდილოეთით- ქვედა ჩხოროწყუს და ახუთის სასოფლო სავჭოები და ღმოსავლეთით- ცხაკაიას რაიონი. 1930 წელს აქ საფუძველი ჩაეყარა ჩაის საბჭოთა მეურნეობას. სოფელში 1065 კომლია 4400 მცხოვრებით. ნ ა ო ხ ვ ა მ უ (ნაეკლესიარი) ადგ.ქ ყოფილა სიჭინავების ძირის ხატი. შემდეგ აქ ეკლესია აუგიათ. ამ ეკლესიას მოსწრებია ჩვენი ძველები.მათ ძირი ხატის ლოცვა ყოველ აღდგომის მომდევნო სამშაბათს იცოდნენ. ორშაბათსკი აქვე ლოცვა ხორავებს ქონდათ. ისინი ხარს კლავდნენ. ო ხ ვ ა მ ე (ნაოხვამუ), ეკლესია, დღეს ნაეკლესიარი ადგ. მდგარა წმინდა ბარბარეს ეკლესია. აქ გვიანაც იცოდნენ ხორავებმა ხვამა. ხორავები წმინდა ბარბარეს საოხვამუროდ ღორს კლავდნენ , ხოლო სიჭინავები – ხარს მლოცველები ხორცს ინაწილებდნენ და სახში მიაქვთ. ამ პირუტყვს ისინი „საოხვამურო შურუდგუმუს (სალოცავი ცხოველი) ეძახიან “ ო შ ა ყ ა რ (თავ შესაყარი), ადგ. ნაოხვამუს მიდამოებში.

დიდ მოედანზე ცაცხვის და მუხვის ხით დაჩრდილული მოედანი. აქ ეწყობოდა ჯარა ღუა , (შაყარუა) აქ ასეთ თავ ყრილობაზე იმართებოდა მარულა, დოღი, ეწყობოდა ხალხურ თქმელთა შეჯიბრი, სიმღერა, ცეკვა; ხალხი ერთობოდა , ხოლო საჭირეობის შემთხოვაში ეს შაყარუა განიხილავდა სოფლის, ხშირად თურის საერთო საწუხარს და საჭიროს. ეს ნაოხვამუ უძველესია, წმინდა ბარბარეს სახელობისა. ბარბალეს ქალწულის ბედსა და ბედნიერებას შეთხოვდნენ თურმე. აქ მთელი სამეგრელოდან მოდიოდნენ მლოცველები, ილორიდანაც კი. თუ ქალიშვილი დაებადებოდათ ოჯახს, აქ გამოსალოცავად მოჴყავდათ.მეც მოვსწრევლივარ ერთ ფაქტს: მარტვილიდანაც მოვიდა ერთი ქალი და მოიყვანა გოგო, ამ გოგოს უნდა გამოულოცოვო. (ნინა აკაკი ასული სიჭინავა, 53 წლისა). აღწერილ რიტუალი და სარიტუალო კერა გვაფიქრებინებს რომ აქ წარმართულა ღვთაების- ბარბარისი საკულტო, მთელ სამეგრელოში ამ ღვთაების საზოგადო ცენტრი უნდა ყოფილიყო, წახურასა და ჟინანათის მსგავსად. ეს ღვთაებიც ხომ ასევე უძველესი, წარმათული პანთეონის მნიშვნელოვანი ღვთაებები და მათი სარიტუალო ცენტრები ჟინოთა და მოსქე წახურაა (სალხინო, გეგეჭკორის რაიონი).ბარბარესაც ასევე, ალბათ სვანების მზგავსად, სამეგრელოში ამ კერაზე ქონდა ცენტრი. ბარბარ და მღვდელების კულტ მსახურების წესები საკმაოდ აქვს შესწავლილი პროფ.ვ.ბარდაველიძეს. აქ უტუ თოდუას და მართალი თოდუას ურდუმს თავი მოუყრია. ბარბარობა დღას თუნთი ინჯირუუ ომანეს ოდო გაზაფხულიშახ ვედირთუ (ამდღის შემდეგ დღეარ კლებულობსო, ამბობდნენ მოხუცები. ნ ა ფ ო შ ტ უ (ნაფოშტარი,ნაფოსტარი). შუა სამეგრელოს გზის ცენტრში. უძველესი ფოსტა მდგარა. აქ დასასვენებელი სახლიც ჴქონდათ, ცხენებსაც ცვლიდნენ, ისვენებდნენ და შემდეგ გზას განაგრძნობდნენ. შ ქ ა ს ა მ ა რ გ ა ლ ო შ ი   შ ა რ ა (შუა სამეგრელოს  გზა), ეს  გზა სამეგრელოს  შუაზე ყოფდა. იგი ზუგდიდის აერთებდა გორდითან, ფოცხოთი-ზანათი-ლესიჭინეთი გადიოდა ხობსა და  ზუგდიდში.  ამ გზით დადიოდა ეტლები,  დილიჟნები, ამ გზით მიმოდიოდა ჯარის ხალხი, საქმის კაცები,ქარავანი, ვაჭართა  ურმები .  ეს გზა მთელი სამეგრელოს სასიცოცხლო ძარღვი იყო.    ს ი ჭ ი ნ ა ვ ე ბ ი ს   გ ვ ა რ ი ,  აქ სულ  სიჭინავები სახლობდნენ . წინათ ეს  გაუალი ტყიანი ყოფილა . თურქებმა ნ ა ჯ ა რ უ შ ი , ეწერის მიდამოებში  დაიბანაკდნენ  და ამ მიდამოებში  სულ  ამოწყვიტეს, გაიტაცეს  და  გაყიდეს  მოსახლეობა. ერთი ორსული ქალი  დარჩენილა, რომელსაც ტყეში ბატარა ბიჭი  დაბადებია.  ეს  ბავშვი კათალიკოსს აუყვანია. თურქებს მოუთხოვიათ   ეს ბიჭი, მაგრამ კათალიკოსს უარი უთქვამს.  ძალიან ცოცხალი ბავშვი  ყოფილა, ამიტომ  ს ქ ვ ი ნ ჭ ა, სქვინჩა ბიჭი  შეურქმევია. სქვინჩა რენია- სქვინჩააო.  გიგ  მოსავლელად  ქუჩულორიელებისთვის  ჩაუბარებია. ქუჩულორიებს ბავშვი მიუთვისებიათ, ხოლო  სასაფლაოზე ჯირკო  დაუმარხავთ, ტილოში  გახვეული . კათალიკოსისათვის  შეუთვლიათ, ბავშვი მოკვდა  და დავმარხეთო.  კათალიკოსი  გაბრაზებულა,  მოსულა,  საფლავი  გაუთხრია როცა  ტილოში  გახვეული  ჯირკი უნახავს,  ბავშვი მოუთხოვია.  იგი  ხაბურზანიებს  მიაბარა . ხაბურზანიებმა გაზარდეს. კათალიკოს  ქუჩულერები დაუწყევლია: (თქვანს საშველ ვაუას ღორონთქია,  თქვენი საშველი არ ქმნას  ღმერთმაო), ამიტომ  ქუჩოლიერები არ მრავლებულნან.მათი  გვარეულობა მხოლოთ  თითო  ოროლაა დარჩენილი, ხოლო  ხაბურზანიები გვარი  იზრდება. კათალიკოსს  ეს ადგილი სქვიჭია , სიჭინა,- სიჭინავასათვის, იმ ბიჭისათვის  მიუცია საცხოვრებლად. აქ მაშინ უღრანი ტყე  ყოფილა, გაუვალი  და  უსიერი. აქ  დასახლებულა, ცოლი  მოუყვანია და  გამრავლებულა  სიჭინა. აქედან სიჭინავას შვილებს  გვარად იმ სიჭინას  სახელი  დაურქმევიათ.