სოფელი ქვედა ჩხოროწყუ

ქვედა  ჩხოროწყუს  სადაბო სავჭო  სამხრეთ -დასავლეთით, ოჩხომურისა  და  ხობისწყლის გაშლილ  ველიზე მდებარეობს.  მას სამხრეთით ესაზღვრება  ლესიჭინე , ხოლო დასავლეთით -ახუთის სასოფლო სავჭოები. რელიეფი სწორია. ნიადაგი ამ მდინარეთა მიერ ათასწლობით ჩამოტანილ მასითაა  დალექილი და  ძლიერ ნაყოფიერია  წითელ მიწა- ალივიური  ხანისაა. ამიტომ აქ ოდიდგანვე სიმინდის,  ღომისა და ჭადის -ჭადას უხვ მოსავალს  იღებდნენ. ადგილს დიდ ნაწილს ო ჩ ე   დ ა   ხ ო რ გ ო ნ  ა  ქვია.  ტყეები მასიურად იყო  შემოსილი კოლოშის, პანეშის, ჭვიტილურის ,  ჩეშის და  პაპასკირის  ვაზით.  აყენებდნენ კარგ ღვინოს.ადგილი გადამთიელ მოძალადეთა  მიერ  არაერთხელ ყოფილა გადამწვარი და  აოხრებული . გადმოცემით,  თათრებს აქ  ჩხოროწყუდან  (ცხრა წყაროდან) ოთხი თვალი,  ოთხი  წყარო ამოუვსიათ და დაუშვრიათ. ჭ ვ ი ლ ი შ ი ,  ნ ა ე  ზ ვ ა რ ი,  ნ ა ხ ა ნ გ ი რ უ  და სხვა  ადგილები იმ  საშინელი  დროის უსიამოვნო, მაგრამ  მეტყველ  მოწმეებს  წარმოადგენდნენ.  სოფელი  საკმაოდ  მოზრდილია  აქ 423 კომლი სახლობს  1596 კაცით.  ჭ ვ ი ლ ი შ ი (დამწვრისა), ად. გინაჭვი  რენია – გადამწვარიაო.  ჭვილი დიხა- დამწვარი მიწა . თურქობის  დროს სულ  გადაუწვიათ  და აუოხრებიათ. ნ ო ჭ  კ ა დ უ რ ი (ნასამჭედარი) , ადგ. უძველესი  სამჭედლო  ყოფილა. აქ  დღესაც პოულობენ წიდებს და  სამჭედლო  ინვენტარს.  თ უ რ ქ ი შ ი   ნ ო ხ ო რ ი ა (თათრის  ნასახკარი ), ად. ეს  თურქი აქ  დიდიხნის  წინად მოსულა , აქ  დასახლებულა , ჩვენს ხალხს  ძლიერ  მეგობრობდა ,  მეგრულად  ლაპარაკობდა ,  კიდეც  დანათესავებლა. მე  თქვენი  სისხლის  კაცი  ვარო,- იტყოდა  თურმე  ხშირად.  ნ ა ა ნ გ უ რ უ (ნააგურალი) , ადგ. აქ  უძველესი  საგურო  ყოფილა ,  დღესაც  ჩანს  აგურის  ქურისა და ძველი  აგურის  ფენა ,  დღეს კი  ჩაის პლანტაციაა.  ნ ა ფ ა ც ხ უ (ნაფაცხარი), ადგ.ამაღლებული  ზურგა  ადგილი; დღეს აქ ახალ  ნახნავზე ,  ხვნის  ხვნის  დროს ძველი  კაცები და  ქოთვნის ნამტრევები ცვივა მიწიდან .  აქ ძველად  კვარაცხელიები  ხახლებულა.  გამიგონია:  კვარაცხელია  უძველესი  გვარია ,  ამ  გვარის ხალხი  ძალიან  ცოცხალი, მოძრავი, ნიჭიერი,  კვარაცხელია ყოფილან,  ამიტომ  შერქმეულნან  ამათ  ასეთი გვარი. ნ ა ო რ ტ ვ ი ნ უ (ნაბოსტარი) ადგ.  ძველად აქ  დადიების  დიდი  ბოსტანი  ყოფილა . აქ  მოყავდათ  ჭარხალი  და  სხვა  ბოსტნეული.