1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა

1966 წლის აგვისტოში გაზეთი “ნაპირწკალი” ბესარიონ ქებურიას ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. სტილი დაცულია

ჩხოროწყუს საზოგადოებრიობამ ღირსეულად დააფასა თავისი თანამემამულის, პირველი ქართველი  შფრინავის ბესარიონ საველის ძე ქებურიას ღვაწლი და დამსახურება.

ჩხოროწყუს კულტურისა და დასვენების პარკში, საფლავზე ძეგლი .აუგო. ამასწინათ აქ ძეგლის დაკავშირებით გახსნასთან ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. მიტინგზე შეიკრიბნეს პარტიული, კომკავშირული და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი მშრომელები, ახალგაზრდობა, მოსწავლეები. ძეგლის გახსნაზე ჩამოვიდნენ ბ. ს.  ქებურიას მეგობრები, მისი ყოფილი მოსწავლეები. 

მიტინგი გახსნა ჩხოროწყუს მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ მ. თ. თოდუამ. 

ბ. ს. ქებურიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ჩხოროწყუს რაისაბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების გამგე ვ. ძ. როდონაია. 

სიტყვით გამოვიდნენ: ი. ქვარცხავა-ჩხოროწყუს სადაბო საბჭოს თავმჯდომარე, ვ. ახალაია — საქართველოს კპ ჩხოროწყუს რაიკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, რ. ჟორდანია—პირველი ქართველი მფრინავი ქალი, ი. ახალაია —ჩხოროწყუს საშუალო სკო ლის დირექტორი, რ. კვირკველია — ჩხოროწყუს საშუალო სკოლი’ს მოსწავლე. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა აგრეთვე ბ. ქებურიას შვილი —ინჟინერი ნიკოლოზ ქებურია. 

ბ. ქებურიას ძეგლი ყვავილებითა და თაიგულებით შეამკეს ნორჩმა პიონერებმა.  ჩხოროწყუელმა მშრომელებმა დიდი კმაყოფილება გამოთქვეს პირველი ქართ ველი მფრინავის ბ. ქებურიას ძეგლის აგებისათვის, ისინი მადლობას უცხადებენ მოქანდაკე ბიძინა ღოღობერიძეს, რომელმაც დიდი სიყვარულით გამოაქანდაკა ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის სახე.

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1899 წლის ამბები ჩხოროწყუდან. ორკლასიანი სკოლის გახსნა