ჯუმითის წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილი დღეს

მეცხრამეტე საუკუნეში,   მეორე ჯუმითში ( სოფელი ხაბუმე) ფუნქციონირებდა ჯუმითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მეტრიკული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ აქ მსახურობდნენ ძმები ეგნატე და იაკობ გულუები, აგრეთვე ცნობილი პუბლიცისტი, დეკანოზი სამსონ თოდუა.

აქ ადრე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი იდგა

 სასულიერო პირები საერო საქმეებშიც იყვნენ ჩართულნი და სოფლის მამასახლისობასაც ითავსებდნენ.

ეკლესიასთან  სოფლის ძველი სასაფლაოც იყო.

შემორჩენილი ქვა

ადგილობრივი ჩეკისტების და  ბოლშევიკების გადაწყვეტილებით ეკლესია დაანგრიეს, ხოლო სასულიერო პირებს „წვერები გაპარსეს“ მათ  ყოველგვარი მსახურება აეკრძალათ.

ძველი საფლავების კვალი წაშლილია

 დღეს ეკლესიის  ირგვლივ დროების მიერ წაშლილი სასაფლაოებია.

სამსონ თოდუას საფლავი

 აქ განისვენებს პუბლიცისტი, დეკანოზი სამსონ თოდუა შვილთან ერთად.

სასაფლაოს ფრაგმენტი

წინაპრების სასაფლაოდან სოფელი ჩანს

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა