ძველი ამბები ჯუმითიდან ( სოფელი ხაბუმე)
სეცკია
1910 წელს 120 წლის სეცკია გულუას 7 წლის გიო ჯალაღონიასთვის ძველი ამბები მოუყოლია.
გიორგის დედა ადრე გარდაეცვალა და სეცკიას მეზობელთან, გიგო ჯალაღონიასთან იზრდებოდა. (სამეგრელოში გამზრდელს “მორდუ”ს უწოდებენ.)
ჯუმითში, ხობისწყლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც დღეს დიდი ხიდია განლაგებული, მთლიანად ტყით ყოფილა დაფარული.
ადამიანები გარეული ცხოველების შიშით ამ ადგილებს ერიდებოდნენ. ამ პერიოდში დათვებიც კი ფიქსირდებოდა.
ხობისწყლის კალაპოტი გაშლილი არ იყო და ხალხი ერთი ნაპირიდან საპირისპირო მხარეს წაქცეული ხეების მეშვეობით გადაადგილდებოდა
მოხუცს ისიც კი უთქვია შორს არაა ის დრო, ადამიანები ცას მიაღწევენ და არავის გაუკვირდებაო.
სეცკიას განათლება მიღებული არ ჰქონია, მაგრამ უაღრესად გონებამახვილ და მოაზროვნე ადამიანად ითვლებოდა.
წესი ჰქონია. ყანას მარტში ამუშავებდა. არ ხნავდა, მხოლოდ თოხს იყენებდა . მოსავალი კარგი მოდიოდა.
ნაგაბუნუ
მეცხრამეტე საუკუნეში ჯუმითში გაბუნიები ცხოვრობდნენ. პანდემიის მორიგმა შემოტევამ მათ დასახლებას დამანგრეველი დარტყმა მიაყენა. ტოპონიმი ძველ მეხსიერებას ინახავს. ტრაგედია „ესპანკამდე“ გაცილებით ადრე დატრიალებულა.
ხობიწყლის ხეობისკენ ხალხის გადმოსახლება
პანდემიაიმ ჯუმითს დიდი დარტყმა მიაყენა. ძველ დასახლებაში სიბინძურე გაჩნდა, უხიფათო აღარ იყო. ხალხი ბარისკენ დაიძრა. ასე დაშორდა ლეწურწუმეს ჯუმითი ხაბუმეს ჯუმითს, ხოლო ტყე გაიჩეხა და მდინასპირა ზოლი დღეს დასახლებული ზონაა . ყველა ჯალაღონია, რომელიც დღეს აქ ცხოვრობს ზემო ნაწილიდან ჩამოვიდა.
ეკლესია
ჯუმითის ეკლესია პატარა ხის სალოცავი იყო. სოფლის მამასახლისი იაკობ გულუა ყოფილა. მეტად მკაცრი,სამართლიანი, წესრიგის მოყვარული.
გიო ჯალაღონია როცა მას იხსენებდა „ოჰ“, „ოჰ“ ამბობდა. ათეული წლების შემდეგაც კი მისი სახელის რიდი ქონდა. შაირი ყვარებია იაკობს.
მისი ძმა ეგნატე კი სოფლის ეკლესიაში დიაკვნად მუშაობდა.
ამ პერიოდში სოფლის სულიერი მოძღვარი სამსონ თოდუაა . სახელმწიფომ მას მიწა არახამიებისგან უყიდა. ბაბუების მოგონებიდან ცნობილია, როდესაც წირვაზე მიდიოდნენ, სამსონი ლოცვას წარმოთქვამდა, ეგნატე კი უმოწმებდა „ნამდვილ“, „მართალიო“. მის მეუღლეს ერქვა ნინო. თოდუა ბოლშევიკებმა „გაკრიჭეს“ და სამუშაოდ ჩაიში გაამწესეს.
სამსონის ერთი შვილი ისიდორე ჯარში წაიყვანეს და იქ დაიღუპა.მისი შვილები რეზო, ნათელა და რენო აფხაზეთში გადავიდნენ.გვანჯი მოწამლულა და გარდაიცვალა. სამსონი თავიდან სახლში დაუკრძალიათ, მაგრამ როდესაც გვანჯი მომკვდარა,მათი ნეშტი ჯუმითის სასაფლაოს მიაბარეს.
აბრაგები
ამ დროს გავრცელებული იყო ყაჩაღობა. გლეხებს აბრაგთა ჯგუფები დახვდებოდნენ და ფულს ართმევდნენ. თუ არა, საქონელი იკარგებოდა
დადიანები და სოფელი
დადიანები გლეხებთან ურთიერთობას ერიდებოდნენ,თუმცა გარკვეული ურთიერთობა მაინც ქონდათ. აქეთა მხარეს ნიკო დადიანი მართავდა. ჟუღუსკენ ქუჩა პატრონ სქუა, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ქონია გლეხებს კარგად ეპყრობოდაო.
ადგილობრივი გლეხი ბადურა ჯალაღონია ნიკო დადიანთან ახლო ურთიერთობაშია. თუ მიეხმარებოდა, თავადი უსაჩუქროდ არ ტოვებდა. ერთხელ დიდი თევზი დაუჭერია და თავადისთვის უბოძებია. თავადს „მეხელედ“( მოსამსახურე)დ შვილი უთხოვია. საუკეთესო მოვლას დაპირებია. ბადურას უარი არ უთქვია, თუმცა უთხოვია მისი ბიჭის, ძუკუს ჯარიდან დახსნა.
თავადი დათანხმებია, მაგრამ ძუკუ ჯარში წაუყვანიათ. მისულა ბადურა ნიკოს სახლში, ქალიშვილი სახლში დაუბრუნებია.
განაწყენებული დადიანი ბადურას ოჯახში მივიდა. ცხენიდან ჩამოვიდა და ბადურას მეუღლისთვის უკითხია:
“სო რე სქან ყაზახი? ქუმორთას აშო”
ბადურა გამოსულა და ძუკუს ჯარში წაყვანის ამბავზე საყვედური იქით უთხრა.
თავადს არაფერი უპასუხია. მდუმარედ დაუტოვებია იქაურობა.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამხედრო რაზმი ნიკოსთან მისულა. ნიკოსთვის მაუზერი ჩამოურთმევიათ.
დამოუკიდენლობის წლებში ნიკოს საქართველოს მთავრობას მიწები დაჭირვებია, ნიკო დახმარებას დაპირდა, მაგრამ …“ჩემი იარაღი ოგივე ქარქაშშო უნდა დაბრუნდეს, სადაც იდოო“
ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ნიკო დააპატიმრეს. ის ყველა მომსახურე პერსონალთან ერთად ჩერღალში დაუხვრეტიათ.(ინფორმაცია ფადამოწმებას მოითხოვს)
ალმასხან მარღანიას საფლავის ბედი
ადგილობრივ აზნაურ შელიას ცოლად ალმასხან მარღანია ყოლია. შვილი არ შეძენიათ და ულურიელი კიმო კვარაცხელია იშვილეს, თუმცა გვარის გამოცვლა არ აკადრეს. კიმო სოხუმში გადასახლდა. საუკეთესო განათლება მიუღია. ოჯახიც კარგი ყავდა.ალმასხანი ჯუმითის ძველ სასაფლაოშია დაკრძალული. მის საფლავს სოფელში პირველი რკინის ღობე ქონია. ბოლშევიკებს დაუნგრევიათ, რკინისგან კი ნალები დაუმზადებიათ. სასაფლაოს დიდი ხე დახერხეს და სკამები გააკეთეს.
“იარმორკა“ და დუქნები (მეოცე საუკუნის დასაწყისი)
დანგრეული ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე , სადაც დღეს ცქვიტაიები ცხოვრობენ ,ადრეულ წლებში „იარმორკა“ იმართებოდა.
იქვე დუქნები, საკონდიტრო. თადა გოგუას სამჭედლოც ყოფილა. ხაბუმეს ცენტრალური შენობაც მაშინ მად იყო განლაგებული. მაგ: ვერა ჭკადუას სახლიც დუქანი გახლდათ, სადაც კინტირია გაბელია ვაჭრობდა. თავისი დალაქიც ყოლია ხაბუმეს.
გიორგობა წელიწადში ორჯერაა. ამ დროს „იარმორკა“სთან ერთად სპორტული შეჯიბრებებიც ტარდებოდა. განსაკუთრებული პოპულარობით მარულა და ზოგადად ცხენოსნობა სარგებლობს.
მარულას დასრულების შემდეგ იკვლებოდა საქონელი. იშლებოდა სუფრა. ყველა ოჯახი აღნიშნავდა. მაშინ იმართებოდა ქორწილები.
ჯუმითში გიორგობას ზეიმობდნენ, ზუმში კი ამაღლებას.ხოლო ხაბუმეში შენგელიების დღესასწაული ეჩკვირკვეა.
შრომა ძველ დროს
ხაბუმელი ლევან ჭკადუა ამბობდა „ როცა იყო ნიკო, ყველაფერი იყო. მოვიდა სოსო ყველაფერი მოსპო“ კარგი ურთიერთობა ჰქონდა პატრონსქუა წიწა დადიანთან
კომუნისტურ რეჟიმს ხალხი ცუდად შეხვდა.
25 მანეთად ვიშოვიდითო კარგ ძროხას 3 მანეთი ღირდა ღორი
კუჭულა გულუა ოტობაიაში წასულა. იქ სიმინდი მოიყვანა. ერთი წლის მოსავალი გაყიდა „ და ოთხთვლიანი სახლი უყიდია. ყველას არ შეეძლო ფინანსური გათვლა.
ოქროს ფული უფრო პრაქტიკული ყოფილა.
ბოლშევიკების პერიოდში ჩაის მეურნეობებმა სოფელი ფეხზე დააყენა. გზები ხალხს ხელით, სპეციალური ტექნიკის გარეშე გაყავდათ სიმინდი ხარებით ითესებოდა, მაგრამ ხარისხი არ უვარგოდა.
1927 წელს „აზოტი“ შემოვიდა და იმ წელს ბარაქიანი მოსავალი მოსულა.
ცნობილია მჭედელი თადა გოგუა, რომელიც ახალუხით, სპეცტანსაცმელით დადიოდა და საუკეთესო პროფესიონალიც იყო.
ხიდი
თავიდან ჯაჭვის ხიდი სამსონ თოდუას სახლიდან ათი მეტრის მოშორებით იყო.შ ემდეგ დღევანდელი ხიდის ადგილზე გადმოუტანიათ, მხოლოდ შემდგომში ჩვეულობრივი საგზაო ხიდი აშენდა
ლაშა მებონია