Table of Contents
საიტმა ” ინტერმედია”-მ გაავრცელა ინტერვიუ პარლამენტარ ჯუმბერ იზორიასთან , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ბატონო ჯუმბერ როგორ შეაფასებდით მოძრაობა “შეცვალეს“ აქციას ჩხოროწყუში?
ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული პროვოკაცია. მასში ძირითადში მონაწილეობას იღებდნენ თბილისიდან და ზუგდიდიდან ჩამოყვანილი “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული აქტივისტები, აქციაზე იყო მხოლოდ ორი ჩხოროწყუელი ახალგაზრდა, რომელებიც “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები არიან,. სამწუხაროდ ისინიც არაადეკვატურად იქცეოდნენ.
არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ადამიანები რომლებსაც ერთი აგურიც არ დაუდიათ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, აქციას მიწყობენ მე -ადამიანს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდი ჩემი სამშობლოს, საქართველოს ღირსებას იარაღით ხელში, ყველა იმ ომში, რომელშიც დამოუკიდებელი საქართველო მონაწილეობდა. მე მებრძვიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი მიყვარს.
მოძრაობა “შეცვალეს“ წევრებმა თქვენ და თქვენი ოჯახი კონტრაბანდული სიგარეტის და საწვავის რეალიზაციაში დაგადანაშაულეს? ამაზე რას გვეტყოდით, რა მოხდა რეალურად?
არაერთხელ ავღნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: წელიწადნახევრის წინ მივიდნენ ოჯახში, სადაც 80 წელს გადაცილებული ჩემი მშობლები ცხოვრობენ . ფუძე ოჯახში 30 წელია არ ვცხოვრობ. მივიდნენ კონკრეტული პირები და გადაიღეს კადრები, ყოფილმა ზონდერ ძალოვნებმა დადგეს სპექტაკლი, რომელთაც სახელი და გვარიც ყველასთვის ცნობილია სამეგრელოში. შემდეგ ერთ-ერთ ოპოზიციურ არხს უხმეს, რომ ამ კადრებზე აეგოთ რეპორტაჟი, ისიც ფარული ვიდეოს ჩაწერიდან 6 თვის შემდეგ, არჩევნების წინა დღეებში, რათა მეტი ხმაური გამოეწვიათ.
რაც შეეხება მოძრაობა “შეცვალე”-ს აქციას, მე მქონდა ინფორმაცია, რომ ისინი აპირებდნენ ჩხოროწყუში აქციის გამართვას. იმ დღეს მქონდა შეხვედრები ქალაქგარეთ, შეგნებულად დავრჩი ბიუროში, რათა ამ ახალგაზრდების კითხვებზე გამეცა პასუხი. მე მათ შევთავაზე დიალოგის ფორმატი, სადაც ისინი დასვამდნენ კითხვებს და ჩემი მხრიდან იქნებოდა არგუმენტირებული პასუხები, თუმცა მათ დიალოგზე უარი თქვეს, რადგან არ ქონდათ მსგავი მითითება “ნაციონალური მოძრაობიდან”.
როდესაც მოძრაობა “შეცვალე”-ს წევრებს მე ავუხსენი, თუ რა იყო რეალობა და საიდან მოდიოდა ეს ბრალდებები, მათ პირად საუბრებში თქვეს-მათ სულ სხვა ინფორმაცია ქონდათ ჩემი პიროვნების შესახებ და სინანულს გამოთქვამდნენ ამის გამო.
ჩხოროწყუში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც მოძრაობა “შეცვალე”-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო “იზორიების კლანის“ მიერ ორგანიზებული თავდასხმა.
რას უპასუხებდით მის ამ ბრალდებას?
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან მსგავი ბრალდებები ახალი არაა, ეს ერთგვარად მათი სტილია, პოლიტიკურ ოპონენტებს დასდონ ბრალი ყოველგვარი ფაქტების და არგუმენტების გარეშე. არანაირი “იზორიების კლანი“ ჩხოროწყუში არ არსებობს და ეს იცის ყველამ. მინაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს აქცია იყო პოლიტიკური და ის იმართებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, სწორედ აკო მინაშვილი აძლევდა ინტრუქციებს მოძრაობა “შეცვალე”-ს წევრებს.
პოლიტიკურ ოპონენტებს რომლებსაც, თვალში არ მოსდის ჩემი წარმატებები ან მოქალაქეების სიყვარული ჩემდამი, თხზავენ გამოგონილ ისტორიებს. მე იმას რასაც მივაღწიე, მივაღწიე მხოლოდ საკუთარი შრომით..
რაც შეეხება ანიშნულ ინციდენტს, ბუნებრივია ვგმობ მსგავს ფაქტებს, მე როგორც მაქვს ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებულია.
როგორც თქვენ თქვით” ნაციონალური მოძრაობა “ხშირად ავრცელებს ცრუ ბრალდებებს თქვენი და თქვენი ნათესავების მისამართით, რას ეტყოდით იმ ადამიანებს ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობენ?
რამოდენიმე დღის უკან ჩემს მშობლებს, გვიან ღამით სახლში შეუვარდნენ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიის ჟურნალისტები და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს, კიდევ ერთი სპექტაკლი მოუწყვეს. ამყოფებენ მუდმივი ზეწოლის და შანტაჟის ქვეშ, ის არ აკმარეს რომ რამოდენიმე წლის წლინ გავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რასაც მამაჩემის ინსულტი მოყვა და შრომისუნარიანი ადამიანი გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი. ეს” ნაც მოძრაობის” პარტიული ტელევიზიის დამსახურებით მოხდა. რაც შეეხება იმ ადამიანებს ვინც ამ სიბინძურეში მონაწილეობდნენ, მე მათ მიმართ არანაირი წყენა არ გამაჩნია, ვინაიდან ვიცი მათ უკან ვინც დგას, ვიცი ვის დაკვეთასაც ასრულებენ.