ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ჯუმბერ იზორიას განცხადებას ავრცელებს
უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო ქალაქისა და მთლიანად, ჩემი ჩხოროწყუს მოსახლეობის მიმართ. სწორი, სამართლიანი და ღირსეული არჩევანის გაკეთების გამო. ასევე, ყველა ჩემს კოლეგას, მინდა მივულოცო მოპოვებული გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ ყველა ერთად გავერთიანდებით, რათა გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და ქართველი ერი!