ხანწკის უბანში, მდინარე ,,შებეზე“ ახალი სახიდე გადასასვლელი ეწყობა

სოფელ ნაფიჩხოვოში, ხანწკის უბანში, მდინარე ,,შებეზე“ ახალი სახიდე გადასასვლელი ეწყობა. ხიდის სიგრძე 13, 50 სიგანე 3,5 მეტრი იქნება.

აღნიშნული ხიდით რამდენიმე ოჯახი სოფლის ცენტრს დაუკავშირდება. ხიდის არქონა ადგილობრივებს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდული იყო ტრანსპორტით გადაადგილება.

ხიდის მოწყობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.


აღნიშნული ხიდის მოწყობის საჭიროების სახითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე დაისვა.

ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად აღნიშნულ უბანში ხიდის მოწყობა დაასახელეს და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხის მოგვარება სთხოვეს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ სოფლის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

ჩხოროწყუს მერიის პრესსამსახურის ინფორმაცია

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში