ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები,
დატბორილია ეზოები, დაზიანებულია ხიდ-ბოგირები.
სოფელ ლეწურწუმეში ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც საჭირო გახდა ერთი ოჯახის ევაკუაცია.
მეწყერმა პრობლემა შეუქმნა ასევე სოფლის საავტომობილო გზას.
შემთხვევის ადგილზე შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ჩხოროწყუს მერიის ინფორმაცია