,,ჩხოროწყუ, ნიჭიერთა სამჭედლოა”. აღნიშნავდნენ ხოლმე და, ვფიქრობ, ჭეშმარიტიცაა…
ლაშა გახარიას რაიონში მრავალი პოეტი დაბადებულა, გაზრდილა, დაბერებულა, გარდაცვლილა…
ხოდა ახლა სწორედ მოზარდი პოეტის შესახებ მოგიყვებით…
ესაა აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის (აწ უკვე) 12 კლასის მოსწავლე დოდო სულაკაძე…
დოდო, ბოდიში… არ აქვეყნებს ხოლმე ლექსებს, მაგრამ არ სემეძლო იმის ატანა, რომ ამ ლექსებს მზის ნათელი არ ეხილა…
ზოგი ახალგაზრდა პოეტისაგან განსხვავებით, დოდოს ლექსების წერა ზურიკელასავით სიყვარულმა კი არ დააწყებინა, არამედ ცხოვრებაზე ღრმად ჩაფიქრებამ, მისი ორომ-ტრიალის შესწავლამ, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და ლიტერატურის სიყვარულმა უბიძგა. ნიცშენაკითხი, დოსტოევსნაკითხი და ასნაკიტხ დოდოს შესანიშნავი ლექსები აქვს. ზოგიც კლასიკურია, ზოგიც ამ დროისათვის დამახასითებელი – ვერლიბრი…
ამ პოსტის მიზანი არაა დოდოს პოეზიის ლიტერატურულ-კრიტიკულ ჭრილში განხილვა, არამედ მისი ლექსების მზის შუქზე გამოტანა… მოვა დრო და დოდოს პოეზიაზე მეც დავწერ ლიეტერატურულ-კრიტიკულ წერილს (თუ ჩავწვდები დოდოს პოეზიას)..
ახლა კი დატკბით, ისიამოვნეთ….
მკითხველო ,,აბა ჰე და აბა ჰო”…
გააზიარეთ პოსტი. გავაცნოთ ქვეყანას დოდოს პოეზია…
~~~~~
ნისლის… ბურუსი…
სადღაც ტერენტი.
სადღაც ბოჰემა.
სადღაც მუზები.
გამქრალი ფიქრი, უღონო ქარი.
სადღაც ლექსები ფერდაკარგული.
სადღაც მანდვეა მკვდარი ოცნებაც
მიტოვებული უშედეგობით.
გზები უვალი, ხედვა არაფრის.
მელანქოლია უმიზნო მუზის.
აღარც ფიქრები, აღარც ოცნება.
ლიანდაგები შემდგარი სიტყვით.
(და შეუმდგარი თვით ეს სიტყვები.)
აქ დაღლილობა იგრძნობა მეტად და უაზროა ეს სტრიქონებიც, მალე გაქრება ჩემი ფიქრები ასე ნატანჯი რომ ველოდები.
იქ ტერენტია. იქ დიდებაა. ახლა მუზებიც მიდიან იქით. გზას ვეღარც ვხედავ მე მეფარება მეტად ძლიერი ბურუსის ფიქრი.
უსაშველოა არარსებობაც.
ნისლში რომ ვხედავ ვარსკვლავის კაშკაშს.
ისევ ქრებიან აქ ეს ფიქრები და ერწყმებიან უსასრულობას.
სადღაც ნისლია.
სადღაც ბურუსი.
სადღაც ტერენტი.
სადღაც ფიქრები.
~~~~~
რა მუსიკალური, მაღალმხატვრული ღირებულების მქონე და გულს რომ მალამოდ ედება ისეთი ლექსია… თანაც დიდი აზრის მქონე… აბა უაზრო ლექსების დაწერას არც იკადრებს და ვ ერც დაწერს, რადგან მას შესაბამისი ცოდნა და განათლება აქვს, რომელიც კიდევ უნდა განივითაროს. დოდო ზურკელას სკოლის მიმდევარი კი არაა, არამედ ბესიკ ხარანაულის სკოლის მიმდევარია (და სხვ.).
~~~~
****
მისტიურ სიტყვებს ისვრის გონება…
შორიდან ისმის უცხო ვედრება…
ბუნდოვან აზრებს ბადებს გოდება,
თუმცა ვერ ხდება აზრთშეჯერება…
იდუმალი ბგერები ცდებიან ტუჩებს…
სადღაც, ვიღაც ქმნის ნეტარ მუსიკებს…
და, პოეზიის ნაზი ჰანგები
ისევ ხვდებიან უცნობ ქიმერებს…
სანთელი ნაზად რომ იფერფლება,
ვგონებ, ის ცდილობს აზრთ მოფერებას.
ტკბილი ოცნება ფერფლს უერთდება…
ფერფლი ვერ ცდება სიტყვების ნებას.
~~~~~~~~
****
ამ ლექსსაც არ აკლია მუსიკალურობა, აზრი, მაღალმხატვრულობა, სისადავე. კლასიკურ სტილში დაწერილია ათმარცვლიანი ვერსიფიკაციით…
დოდოს ლექსებში ,,აზრთშეჯერება” ნამდვილად ხდება.
~~~~~~
*****
მე დღეს დავეცი, ქვესკნელს შევეხე და რა იქნება შემდეგ?
იქნებ გავფრინდე ამ ჯურღმულიდან და შევუერთდე ღმერთებს.
ჩემთვის დაცემა არ არის რთული
ნეტავ რა ვიცი ამაზე კარგად.
ის შეერთება მე რომ მწადია შორსაც არ არის ახლა.
ფრთები მჭირდება, მაგრამ მაჭრიან
ახლა მწადია უფრო გაფრენა.
ის რაც მჭირდება, მაგრამ მაკლია
სულაც არ ნიშნავს “არას”.
მე დღეს დავეცი, ხვალ კვლავ ავდგები მე მივეჩვიე ამას.
სულ სიძულვილი და სინანული უფრო დაბლა მწევს ალბათ.
სიძულვილს მე ვძლევ, სინანულს ვაქრობ, მაგრამ ფრთებს ვერ ვგრძნობ მყარად
ჩემს მხრებს ყველაზე მეტად ის აკლია, რასაც ვეძებ მარად.
ჩემი ფიქრები ზემოთ მიდიან, ფრენა სწადიათ მაღლა,
ცაში ნავარდი, თავისუფლება
მე ახლა მინდა,
მაგრამ
მე ხომ დავფრინავ, სულ ცაში ვხარობ ღმერთთან ახლოს ვარ ახლაც.
ღმერთს რომ შევხედავ უფრო მგონია მეტსაც მივაღწევ,
მაგრამ
ფიქრები, ჩემში დაბმული, შორს ვერ მიდიან, რა ვქნა.
მე მათ არ ვუშვებ, მსურს ჩემთან დარჩნენ, დამიახლოვდნენ კარგად.
ასე ჭიდილში მე დავიღალე, კიდევ დავეცი სადღაც.
ჩემში იბრძვიან ზევით გაფრენა და თავში დარჩენა ახლა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
*****
სავსეა. ბოლომდე სავსეა. მგონი დროა გადმოდინების.
ტყდება. ყველაფერი ტყდება. მგონი დადგა ჟამი არარსებობის.
შორს არის. ძალიან შორს არის სხეული.
კვდება. უკვე კვდება მისი სულიც.
ბოლოა. ეს ჟამი ბოლოა. არ აქვს გაგრძელებას აზრი.
მე ვამძიმებ არემარეს.
მე გავყვები ამ ტკბილ ზაფხულს.
მე ვიქნები მისი ტვირთი, თუმცა არა, მეცოდება მე ზაფხული.
ვერ ვიმეტებ იმ ჟრიამულს დასანგრევად.
მენანება, მე ძლიერად მენანება ყველას, ბედნიერი ერთი წუთი.
ვერ გაუძლებს. ვერ გაუძლებს ამდენს ეს დრო.
მე ვამძიმებ ჩემი ტვირტით ამ გარემოს.
რომ მორჩება არსებობა ჩემი მძიმე, დაისვენებს დედამიწა ამას ვფიქრობ.
მე ვერ ვიგრძნობ, მე ვერ ვნახავ ამ ყველაფერს ჩემ გარეშე, მაგრამ ის ხომ კვლავ შეხვდება, კვლავ შეიგრძნობს როგორია ჩემი ბოლო.
~~~~~
****
უსასრულობის ქარში,
მარტოსულობა თავში,
უაზრო ლტოლვა ფიქრის,
უმიზნოდ ყოფნით ტირის.
ცრემლები მეტად ცხელი,
ლიტონ სიტყვებით მღერის,
გიტარის ფუჭი სიმი, არასწორ აკორდს გვიქმნის.
არასწორ სიტყვებს ბღავის,
უაზრო ხმაურს ისმენს,
სიჩუმე ვერ მყარდება ქარით,
წყვდიადიც შთაინთქმება, ვფიქრობ.
პარადოქსიულ აზრში ტყუილები იბადება ბევრი,
პარადოქსია მართავს უსასრულობას ქარში.
უსასრულობის ქარში,
მარტოსულობა თავში,
უაზრო ლტოლვა ფიქრის,
უმიზნოდ ყოფნით ტირის.
~~~~~~~
***
სახე წაშლილი, გონ დაკარგული.
ქუჩები სველი, წრიალი სულის.
შორიშორს მდგომი ჩემი აზრები.
უგონოდ მყოფი ჩემი ფიქრები.
სიბნელე ირგვლივ, სიტყვების ლანდი.
შთაბეჭდილება თვითმკვლელად ყოფნის.
არ არსებობის დიდი სურვილი
და გვერდში მყოფი დიდი აჩრდილი.
უცნობი ქარი ვერ დანახული,
წვიმის წვეთები ვერ შეგრძნობილი,
გაუგონარი მისი სიტყვები,
წაუკითხავი ის წერილები.
ჩემი თვალები ივსება ცრემლით,
მის თვალებში კი მე ვხედავ ზღაპრებს,
ჩემში ჩერდება ფიქრის წამები,
ის დემონი კი დამცინის მწარედ.
~~~~~~
*/****
როდის შეწყდება დიდი საზრისი?
ის ამას ხვდება, მაგრამა არ ესმის.
გაუგებრობა საშინელია, თუმცა
არარას მაინც სჯობს რამით.
ის კვლავ ფიქრდება ცხოვრების არსზე.
მაინც არ ესმის რამე ამ ქვეყნის.
თვალხილულთათვის აქ ყველაფერი უაზრობაა ან უფრო მეტიც.
აზრი რომ მისცეს თითოეულ დეტალს,
იქნებ იცვალოს ცხოვრებამ ფერიც,
მაგრამ მას არ სურს რაიმეს ხელთქმნა
და მორჩილდება ყველა მის დღე-წამს.
წამები კრთიან, გულს უტოკებენ.
სადღაც შორს პო ლექსს უძღვნის ყორანს.
იქვე მახლობლად წვიმა მოვიდა
და დაასველა ყოველი სიტყვა.
სიტყვები გაქრნენ, დატოვეს კვალი.
თითქოს ანიშნეს ამით რაღაცა,
თუმცა ძნელია ჩაწვდე იმ საზრისს,
რასაც სიტყვები ტოვებენ ყველგან.
ის არ ჩერდება, ვერ ამჩნევს წვიმას.
სიტყვებთან ერთად ისიც სველდება
და სველი მისი ტანისამოსი
კარგავს ღილებს და კარგავს შესაკრავს.
ჩასრიალდება, წყლის წვეთს გაჰყვება
უშესაკრავო ფუჭი ქსოვილი.
ის რჩება ისე დედიშობილა,
მაგრამ მაინც გრძნობს ტანს დაფარულად.
ფიქრები ფარავს მის ტიტველ სხეულს.
მართლაც არ არის დედიშობილა.
არც შეჰპარვია ამაში ეჭვი.
უფიქროდ ვერასდროს ვერ დარჩება.
ფიქრები მოსავს მის ნატკენ სულსაც.
თითქოს ტკივილსაც კი უამებენ,
მაგრამ წვეთები მაინც აღწევენ
და ილუზიებს სწრაფად უმსხვრევენ.
ნატკენი უხურს, ძლიერ სწვავს ალბათ
ის ვერ აჩერებს ამ მწარე ტანჯვას
ძალა არ ჰყოფნის ან არ ინდომებს. ვერც გაერკვია ალბათ.
წვიმა არ წყდება, ნიაღვრად მოდის
სულის ცრემლები ერევა მასში.
ის ისევ არის გაუგებრობაში,
მხოლოდ ცრემლი სდის თვალიდან ბევრი.
მდინარეებე ივსება წვიმით,
მაგრამ ციდან არა ჩანს წვეთი.
ის ახლა ხვდება, არც უწვიმია,
მაგრამ გუბეები სავსეა მაინც.
სული იწურება, სდის ნიაღვარი.
ის დაიკარგა ამ ზღვა ფიქრებში,
თავის დაღწევა ძლიერ სწადია,
მაგრამ ბრძოლა ვეღარ შეუძლია…
დაშრა ფიქრები, შეწყდა ცხოვრებაც.
ის, სულნატკენი, დაბლა წევს ახლა.
ცხოვრება მორჩა, საზრისს რა ვუყოთ?
ის მას ჩასწვდა და ვერ გაუძლო.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~
****
ქარიან დღეს, ნაძვები კრთიან
ტოტებს იქნევენ, ნაზ ხელთა მსგავსად
და რომც მოგინდეს მათ მიეკარო
რატომღაც შენ ვერ გაბედავ ამას.
ხმაური გესმის დაინგრა რაღაც
შენ ვერ იაზრებ რა მოხდა ახლა.
ნაძვის ტოტები კვლავ ირხევიან
არ ისვენებენ, არც გასვენებენ,
ძლიერ მოგინდა მათ ჩაეხუტო
და მათ ჩაგიკრან ტოტებში მაგრად.
მაგრამ ტოტები თავს არიდებენ
შენს გამოხედვას, შენს გაღიმებას
მათ ურჩევნიათ კვლავ დაამსხვრიონ
შენი იმედი ანდა სხვა რაღაც.
შემოდგომის პირს ვარდებით ხელში
შენ მიაბიჯებ ქუჩაში წყნარად.
დაგინახავენ ნაძვის ტოტები
კვლავ დაიწყებენ ყანყალს.
ვეღარ მოითმენ შემობრუნდები.
წიწვები გიღიმიან ნაზად.
გულს შეგიძვრება წადილი უტყვი.
ვეღარ გაიკვლევ გზა-კვალს.
ღრმა აზრი დასდევს ვითომ მაგ ტოტებს?
რად არ წყდებიან აბა?
მათ სულ სწადიათ ქაოსის ქარი,
რომ არ გასვენებს მარად.
ქარი ატყდება, იწყებს ფორიაქს
შემოგიძვრება ნაზად.
სანამ სინაზედ გარდაიქმნება უფრი დიდია ტანჯვა.
ტანჯვა ღრიალებს, ფარავს ფორიაქს.
თითქოს გამშვიდებს რაღაც.
ქარი ქრის ნაზად, უტყვად და დინჯად.
სევდების ზღვაა ეს დედამიწა.
ნაძვების კრთომას ანაცვლებს სულის.
ეს უფრო ღრმაა და უფრო გტკივა.
ქარის სინაზის აღარ გწამს უკვე,
ეგეც შეცვალა რაღაცამ ალბათ.