ჩხოროწყუში შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

ნოემბრიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დღის ცენტრი იფუნქციონირებს

ცენტრი 6-დან-18 წლამდე შშმ პირებზეა გათვლილი. კონტიგენტის რაოდენობა შეადგენს 14 ბენეფიციარს.

ოთახები რეაბილიტირებულია, შეძენილია ინვენტარი.

ცენტრი დაფინანსებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.  პროექტს კი ააიპ“მომავლის საწინდარი ახორციელებს“

ცენტრში 9 ადამიანია  დასაქმებული.

  ცენტრს დიდი თანადგომა კომპანია  „ელიტ ელექტრონიქსმა“ გამოუცხადა პროექტი მიმდინარეობს კოალიცია „სოციალური რეფორმებისთვის“  მხარდაჭერით

რას წარმოადგენს “მომავლის საწინდარი”?

დღის ცენტრში ბენეფიციართა უნარების შეფასება მოხდება საერთაშორისო დონის სწრაფი შეფასების ქართულ ინსტრუმენტით. ინსტრუმენტი შემუშავებულია საქართველოში და ემსახურება 4-დან 19 წლამდე ასაკის იმ პირთა საზოგადოებაში დამოუკიდებლად ფუნქციონირებისათვის, რომლებსაც აქვთ ქცევითი დარღვევები. კერძოდ, ინსტრუმენტი აფასებს ისეთ სფეროებს როგორიცაა: ფიზიკური და სოციალური უნარები, პირადი დამოუკიდებლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ხდება ბენეფიციარებთან აბილიტაცია,რეაბილიტიციის გეგმის შედგენა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტთან გადამისამართება.

ბენეფიციართა უნარების შეფასება

მომსახურების განხორციელებას უზრუნველყოფს მართვის ჯგუფი, რომლის წევრთა გამოცდილება იზომება სულ მცირე 10 და მეტ პროექტში მონაწილეობით;
• პროგრამის პერსონალს შეადგენს: პროგრამის ხელმძღვანელი, სპეციალური განათლების პედაგოგი (2 კაციანი ჯგუფი), ასისტენტ-მომვლელი, ფსიქოლოგი (მოწვევით), ბუღალტერი, იურისტი, მზარეული, დამლაგებელი,მძღოლი.
• გარდა საკადრო რესურსისა, ორგანიზაციას გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა შესაძლებლობები, რაც ხელს უწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას.
• მომსახურების განხორციელების დაწყებამდე, პროექტის მართვის ჯგუფმა ბენეფიციართა სიის დაზუსტების, (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ათობით შშმ ბავშვი)ობიექტური მიზეზებით განპირობებული შესაძლო ცვლილებების დროულად განხორციელებისა და სხვა საჭირო დამატებითი ინფორმაციის შეკრების მიზნით ჩაატარა ბენეფიციართა ანკეტირება და ოჯახის წევრთა გამოკითხვა. და მათი ინფორმირება.
• პროგრამაში მონაწილე ყველა პირთან (მშობლებთან, მზრუნველებთან), მომსახურების განხორციელების დაწყებიდან 10 დღეში, მომსახურების ხასიათის, ფორმისა და მოცულობის დაცვის, მოსალოდნელი სირთულეებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, გაფორმდება წერილობითი შეთანხმება.
• დღის ცენტრის ტიპის დაწესებულების მომსახურებაში ჩარიცხვის შემდეგ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბენეფიციარებთან ან მათ მეურვეებთან (მზრუნველებთან) ერთად შეფასდება თითეული ბავშვი საერთაშორისო დონის კვლევითი ინსტრუმენტით და შედგება ბენეფიციარის ინდივიდუალური აბილიტაცია-რეაბილიტაციის გეგმა.

პროექტის განხორციელება

სამიზნე კონტიგენტის ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ყოველდღიურ მომსახურება 8-საათიანი სამუშაო დღის რეჟიმით (შაბათ-კვირისა და სხვა უქმე დღეების გარდა);
•ორჯერადი კვების (მათ შორის სადილი 3 კომპონენტიანი და სამხარი) ორგანიზაცია;
•ბენეფიციართა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, სახლიდან დღის ცენტრში და დღის ცენტრიდან უკან დაბრუნება;
•ბენეფიციართა სოციალური და საკომუნიკაციო, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მათი სწავლების ორგანიზაცია;
•დამხმარე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
•სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემოქმედებით-გასართობი ღონისძიებების ორგანიზება;
•ბენეფიციართა მოვლა, ფსიქოლოგიური და ფსიოთერაპიული მომსახურების უზრუნველყოფა,
•აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა.
•ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა

პროექტის აღწერა

მიაკითხეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც მდებარეობს ჩხოროწყუ, გობეჩიას ქ. N3; და წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
კანონიერმა წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის(პირადობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელია; ხოლო მინდობით აღზრდის შემთხვევაში-მინდობით აღზრდის ხელშეკრულება;
ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბავშვზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა). ფორმა №IV-100/ა ის აღება რეკომენდებულია პროგრამაში ჩართვამდე არაუმეტეს 30 კალენდარული დღის და დაწეროს განცხადება შშმ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამაში ჩართვის შესახებ.
პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო მოგცემთ პროგრამით სარგებლობისათვის საჭირო ვაუჩერს და მობრძანდებით ჩვენთან 🙂
📣კითხვების შემთხვევაში მიწერეთ,momavlissawindari@gmail.com, დარეკეთ 597-08-08-50 ან ესტუმრეთ ჩხოროწყუ, გობეჩიას ქუჩა.I შესახვევი;
ხელმძღვანელი თინათინ ცირამუა

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში