ჩხოროწყუში მდებარე წმინდა გიორგის ქანდაკების შესახებ აქამდე უცნობი საინტერესო ფაქტები

წმინდა გიორგის ქანდაკების ისტორია ჩხოროწყუს რაიკომის პირველ მდივნის, კარლო ქაჯაიას სახელს უკავშირდება. მას  მოუნდომებია რაიონის ცენტრში შთამბეჭდავი  ძეგლის დადგმა. 

კარლო ქაჯაია შვილთან ერთად


მოულოდნელი დავალება არქიტექტორ დემურ ელოშვილს, მოქანდაკეებს როინ მჭედლიშვილსა და კოტე ჟვანიას მიუღიათ. პროექტის წარდგენის დღეს ახალგაზრდებს დაუგვიანებიათ, რაიონის გაბრაზებულ ლიდერს ისინი არ მიუღია. მხოლოდ მეორე დღეს მოულბა გული და გეგმაც დამტკიცდა.

დაბის ცენტრში ლენინის ძეგლის გადმოტანა და ქანდაკების სკვერთან დადგმის იდეა არსებულა. ეს რომ კარლომ გაიგო, პროექტის ორგანიზატორები დაიბარა და გაღიმებულს უთქვია: ” ლენინი სადაც ახლა დგას, იქაც არ უნდა იყოსო!! გადაწყვეტილია, რაიონის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკება დაიდგმებაო”

იმისათვის რომ ზემოდან პროექტი არ დაბლოკილიყო, ძეგლს წმინდა გიორგის სახელი ვერ უწოდეს, დაუკავშირდა ცნობილ რუსთველის აფორიზმს “ბოროტსა სძლია კეთილმან”-ს.  ყველამ იცოდა სიმართლე,მაგრამ კარლო ქაჯაიას მონდომებით უფროსობამ თვალი დახუჭა.

დღეს ამ ძეგლის გარეშე ჩხოროწყუ წარმოუდგენელია.

წმინდა გიორგის ქანდაკება

Related posts

ერასტო კაჭარავა შორეული 1914 წლიდან სოფელ ჭოღაზე საუბრობს

ნიკო შენგელია- პირველი ექიმი ჩხოროწყუდან

1966 წელს ბესარიონ ქებურიას ძეგლი გაიხსნა