სატენდერო მონაცემების მიხედვით ჩხოროწყუს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და შემდეგ ამოცანებს მოიცავს :
- ჩხოროწყუ, გობეჩიას ქუჩა № 4 24 ბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა
- ჩხოროწყუ, ჭავჭავაძე-შენგელიას ქუჩების გადაკვეთაზე 24 ბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა
- ჩხოროწყუ, მშვიდობის ქუჩაზე ასფალტის ზედა ფენის დაგება, რესტორან “უკრაინის” გვერდით
- ჩხოროწყუ, კოსტავას ქუჩა, ლიბერთი ბანკის წინ ასფალტის დაგება
- გობეჩია-ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი კორპუსის ეზოების რეაბილიტაცია
- ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში ასფალტის საფარის დაგება.
- ლითონის, დეკორატიული საჩრდილებელი გობეჩია-ჭავჭავაძის ქუჩაზე
- აღმაშენებლის ქუჩაზე ლითონის ბოძების მონტაჟი განათებისათვის
- შენგელიას ქუჩაზე სკვერის ღობის ქვეშ ბეტონის ბორდიურების მოწყობა
- ყოფილი განათლების განყოფილების ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია ( გობეჩიას ქუჩა)
- მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის შემოკავება
- ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქუჩის I-შესახვევის ტროტუარი
- მოსწავლეთა სახლის ფასადის რეაბილიტაცია
- ციფრული მონიტორების (ეკრანების) მოწყობა ჩხოროწყუში
- გობეჩიას ქუჩაზე სავაჭრო ცენტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა
- სანაგვე ურნების შეძენა
- მიმართულების მაჩვენებლები და ბანერები
- ქუჩის ტრენაჟორებისა და კაუჩუკის რბილსაფარიანი მოედნის მოწყობა
- იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი
- ზვიად გამსახურდიას ბიუსტი
სამუშაოებს ასრულებს ფოთში რეგისტრირებული შპს ” ტოტალი”