ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი, “საქართველოსთვის”ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი დავით შენგელია განცხადებას ავრცელებს

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი, “საქართველოსთვის”ჩხოროწყუს ოფისის ხელმძღვანელი დავით შენგელია განცხადებას ავრცელებს”

ძვირფასო ჩხოროწყუელებო! მსურს იყოთ ინფორმირებული იმის შესახებ რომ,ჩხოროწყუს ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა,რომელსაც უფლებამოსილების დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება,ცდილობს დაამტკიცოს,ჩხოროწყუს მომავალი წლის ბიუჯეტი

ეს გახლავთ,არამარტო ჩხოროწყუელი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და თავს ლაფის დასხმა,არამედ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბიუროკრატიული მოქმედება;

ბიუროკრატია რომელიც გვეგონა რომ საბჭოეთში დავტოვეთ,დღეს ჩხოროწყუს ადგილობრივმა თვითმართველობამ გაგვიცოცხლა! ეს არის ნაბიჯი უკან !ეს არის ბიუროკრატია!ასეთი რამეები ხდება,რუსეთში,ჩრდილოეთ კორეაში და სხვა ბიუროკრატიულ ქვეყნებში ! კანონით გათვალისწინებულიო?! კანონით გათვალისწინებული, თითზე ჩამოსათვლელი დღეები, ადრეულ საკრებულოებსაც ჰქონდათ მაგრამ, მსგავსი, არასოდეს უკადრებიათ! ვფიქრობ ეყოფათ გონიერება და ამ უმსგავსო ქმედებაზე ხელს აიღებენ!

დავით შენგელია

Related posts

ჩხოროწყუს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის წარმატება წარმომადგენლობით კონკურსში

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს პირველობა ცხენოსნობაში